Thumbnail

სუპერ რაგბის კვირის საუკეთესი ლელო - ბრამბისის შედევრი ჩიფსთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბრამბისი 54:17 ჩიფსი
  • ჩენს პენაიმ ჩიფსთან სუპერ რაგბის კარიერაში პირველი დუბლი შეასრულა

სუპერ რაგბის მეორე კვირაში ავსტრალიურმა ბრამბისმა ზელანდიური ჩიფსი 37 ქულის სხვაობით გაანადგურა - 54:17. ბრამბისის 25 წლის მორაგბემ ჩენს პენაიმ ამ მატჩში დუბლი შეასრულა. მან ჩიფსს ორი ლელო დაუდო. განსაკუთრებით ლამაზი მეორე ლელო გამოვიდა, რომელიც მან მატჩის 52-ე წუთზე დადო. ავსტრალიურმა გუნდმა სწრაფი შეტევა წამოიწყო და ბრწყინვალე გუნდური შეტევა ჩენს პენაიმ დაასრულა.

პირველი კვირის რჩეული როსკო სპეკმანის მიერ შტორმერსთან დადებული ლელო გახდა.

კომენტარები

ბოლო ამბები