Thumbnail

ირლანდიამ იტალიას ოლიმპიკოზე მოუგო - სამყურებმა შანსი შეინარჩუნეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იტალია 16:26 ირლანდია
  • სამყურებმა მე-3 ადგილზე გადაინაცვლეს

6 ერის მე-3 ტურის ბოლო მატჩში იტალიამ 'სტადიო ოლიმპიკოზე' ირლანდიას უმასპინძლა და 10 ქულით, 16:26 დამარცხდა. ირლანდიელებმა მატჩში 4 ლელოს დადება შეძლეს, თუმცა ბონუს ქულა ვერ აიღეს და 9 ქულით 6 ერში მე-3 ადგილზე არიან. მატჩის საუკეთესო მოთამაშე პიტერ ო'მაჰონი გახდა. აღსანიშნავია, რომ ირლანდიამ ექვს ერში გასვლაზე ზედიზედ მე-4 მატჩი მოიგო. ედოარდო პადოვანი ერთადერთი მორაგბეა, რომელმაც მიმდინარე 6 ერის ყველა ტურში ლელო დადო.

იტალიის ნაკრები ცხრილში კვლავ უქულოდაა. მე-4 ტურში იტალია ინგლისს ესტუმრება, ირლანდია კი საფრანგეთს მიიღებს.

იტალია: ლელოები - პადოვანი, მორისი. ჯარიმები - ალანის 2 ჯარიმა.

ირლანდია: ლელოები - როუქსი, სტოკდეილი, ერსლი, მარი. გარდასხვა - სექსტონი, მარის 2 გარდასახვა. 

კომენტარები

ბოლო ამბები