Thumbnail

რეალმა ლევანტეს მსაჯების დახმარებით მოუგო? - სკანდალური მატჩი ვალენსიაში!

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლევანტე 1:2 რეალი
  • 0:1 ბენზემა (43), 1:1 მარტი (60), 1:2 ბეილი (78). გაძევება: ნაჩო და როჩინა.

ლა ლიგის 25-ე ტურის მატჩში ლევანტემ მადრიდის რეალს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა. მატჩი სკანდალური გამოდგა მსაჯმა ლევანტეს კარის მიმართულებით ორი თერთმეტმეტრიანი დანიშნა და ორივე გუნდს თითო მოთამაშე გაუძევა.

მატჩის 22-ე წუთზე როხერ მარტის ანგარიშის გახსნა შეეძლო, მაგრამ ვალენსიელთა შემტევმა ბურთი რეალის კარის ძელს გაარტყა. მატჩის მე-40 წუთზე საჯარიმოში მასპინძელთა ფეხბურთელს ბურთი ხელში მოხვდა, რის შემდეგაც მსაჯმა იგნასიო ვილანუევამ ვიდეორეფერის დახმარებით თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც კარიმ ბენზემამ გაიტანა - 0:1. ერთ წუთში როხერ მარტიმ ბურთი ძელს კიდევ ერთხელ მოარტყა.

ლევანტემ მეორე ტაიმში გაათანაბრა. მორალესის გადაცემის შემდეგ, მარტიმ ვარდნაში შეძლო წონასწორობის აღდგენა - 1:1. ვალენსიელთა შემტევმა სეზონში მე-10 გოლი გაიტანა.

რეალმა მაინც მოიგო. მსაჯმა ლევანტეს კიდევ ერთი თერთმეტმეტრიანი დაუნიშნა, რომელიც გარეთ ბეილმა გაიტანა. ამ გოლს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგანაც გამეორებაზე კარგად ჩანს, რომ ვილანუევას შეეძლო თერთმეტმეტრიანი არ დაენიშნა.

კაზემიროს წაქცევა ყველა რაკურსით 📺

ვილანუევამ მომენტი არც გადაამოწმა. ლევანტემ მატჩი 1:2 წააგო და ჩემპიონატში 30 ქულით მე-13 ადგილზეა. რეალს 48 ქულა დაუგროვდა და მადრიდის ატლეტიკოს 2 ქულით ჩამორჩება. 'სამეფო კლუბის' მომდევნო მეტოქე ლა ლიგაში კატალონიის ბარსელონა იქნება.

მატჩის მიმოხილვა 📺

კომენტარები

ბოლო ამბები