Thumbnail

იუვეს დიბალამ მოაგებინა! ბოლონიას მიხაილოვიჩის ხელი დაეტყო

  • იუვენტუსმა სერია A-ში 22-ე მატჩი მოიგო
  • ბოლონიასთან გამარჯვება პაულო დიბალას დამსახურებაა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში, მადრიდის ატლეტიკოსთან მტკივნეული მარცხიდან (0:2) ოთხი დღის შემდეგ, იუვენტუსმა სერია A-ს 25-ე ტურის შეხვედრაში ხასიათი ოდნავ გამოიკეთა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა, რომელიც იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში დაუმარცხებელია, ბოლონია სტუმრად მინიმალური ანგარიშით, 1:0 დაამარცხა. ეს იყო იუვეს მე-10 გამარჯვება ამ სეზონში ერთბურთიანი სხვაობით და ეს საკმარისია იმისათვის, რომ ვთქვათ: იუვენტუსის მორიგი ჩემპიონობისკენ მიიწევს.

ბოლონიაში გამარჯვების გოლი პაულო დიბალამ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ არგენტინელი ისევ არ იყო ძირითად შემადგენლობაში - ტურინელთა ათიანი თამაშში 59-ე წუთიდან ჩაერთო და 8 წუთში გაიტანა. საგოლე გადაცემა მას ბლეზ მატუიდიმ გაუკეთა. დიბალასთვის ეს ამ სეზონში მხოლოდ და მხოლოდ მე-4 გოლია, გასვლით მატჩში კი 2018 წლის 7 აპრილის შემდეგ პირველად გაიტანა.

📺 ვიდეო: პაულო დიბალას გოლი

მას მერე, რაც გუნდის მთავარ მწვრთნელად სინიშა მიხაილოვიჩი დაინიშნა, ბოლონიამ 4 თამაშიდან მეორე წააგო, თუმცა უნდა ითქვას, რომ ზუსტად ისე, როგორც წინა ტურში რომასთან (1:2), ბოლონიელებმა ამჯერადაც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. მიხაილოვიჩის ხელში გუნდის პროგრესი აშკარაა.

ბოლონია 0:1 იუვენტუსი

გოლი: 0:1 დიბალა (67)

ბოლონია (4-3-3): სკორუპსკი - მბაიე, დანილო, ჰელანდერი, დიიკსი - პოლი (78. დონსა), პულგარი (85. ფალჩინელი), სორიანო - ედერა (52. ორსოლინი), სანტანდერი, სანსონე.

იუვენტუსი (4-3-3): პერინი - დე შილიო, ბონუჩი, რუგანი, ალექს სანდრო (59. დიბალა) - ბერნარდესკი, ბენტანკური, მატუიდი (78. პიანიჩი) - ჟოაო კანსელო, მანჯუკიჩი, კრიშტიანო რონალდო.

📺 ვიდეო: მატჩის მიმოხილვა

კომენტარები

ბოლო ამბები