Thumbnail

წაგება ბოლო წამებზე - საქართველოს ნაკრები ესტონეთთან დამარცხდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ილიას ზუროსის გუნდმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი მარცხით დაასრულა
  • საქართველოს რიგებში ქულების უმეტესობა შერმადინმა, მაკფადენმა და სანაძემ დააგროვეს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩი გამართა: თბილისის სპორტის სასახლეში ესტონეთის ეროვნულ გუნდთან 77:84 დამარცხდა.

ილიას ზუროსის გუნდმა საბერძნეთთან შეხვედრაში დაკარგა ჩინეთში დაგეგმილ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი და შესაბამისად, ესტონეთთან მატჩს სატურნირო ინტრიგა დაკარგული ჰქონდა. მიუხედავად ამისა, შესარჩევი ციკლის გამარჯვებით დასრულება მნიშვნელოვანი იყო და ამის შესახებ მატჩამდე ზუროსმაც ისაუბრა, თუმცა სურვილი სურვილად დარჩა.

გიორგი შერმადინმა 22 ქულა დააგროვა
ფოტოები: POPSPORT.COM

პირველი მეოთხედი საქართველოს ნაკრების უპირატესობით წარიმართა. ფარქვეშ შესანიშნავი იყო გიორგი შერმადინი, რომელმაც 11 ქულა აიღო. კარგად ესროდა თად მაკფადენი - მან პირველსავე მეოთხედში 9 ქულა მოაგროვა, დუდა სანაძის აქტივში კი 7 ქულა იყო. შედეგად, მასპინძლებმა მეოთხედი 27:21 მოიგეს.

მეორე მეოთხედი რადიკალურად განსხვავებული გამოდგა. ესტონელებმა მკვეთრად მოუმატეს, ჯერ ჩამორჩენა აღმოფხვრეს და შემდეგ სოლიდური უპირატესობაც მოიპოვეს. საქართველოს ნაკრებში ქულებს ისევ შერმადინი, მაკფადენი და სანაძე აგროვებდნენ, თუმცა 4 ქულა გიორგი ცინცაძემაც მოიპოვა. ესტონელებმა გუნდური თამაში დაუპირისპირეს მეტოქეს და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ პირველ ტაიმში განაცხადში მყოფ 10-ვე მოთამაშეს ჰქონდა ქულები აღებული. სწორედ ამის ხარჯზე, ესტონეთმა პირველი ტაიმი 48:42 მოიგო.

მაკფადენის ანგარიშზე 20 ქულა იყო
ფოტოები: POPSPORT.COM

მესამე მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა გამოასწორა თამაში და 8-ქულიანი სხვაობით გაიმარჯვა. კარგი იყო გიორგი შერმადინი, რომელმაც 20 ქულამდე გაზარდა მონაგარი. შედეგად, დასკვნითი მეოთხედის წინ, ილიას ზუროსის გუნდი 62:60-ს იგებდა. მეოთხე მეოთხედი თანაბარი გამოდგა და ინტრიგა ბოლო წუთამე შენარჩუნდა, თუმცა გადამწყვეტ მომენტში ესტონელებმა უკეთ ისროლეს და 7-ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვეს, 77:84. 

საქართველოს ნაკრების რიგებში 77 ქულიდან 63 მხოლოდ სამმა კალათბურთელმა მოაგროვა: გიორგი შერმადინმა (22), დუდა სანაძემ (21) და თად მაკფადენმა (20). ეს მაშინ, როდესაც ესტონეთის ნაკრების ყველა კალათბურთელმა მოაგროვა ქულები და შესაბამისად, შეიტანა წვლილი გამარჯვებაში. სტუმართა შორის ყველაზე შედეგიანი კრისტიან კულამაე იყო, რომლის აქტივში 18 ქულაა. საქართველოს ნაკრებმა 17 ქულით 6-გუნდიან ჯგუფში მე-4 ადგილი დაიკავა: გაუსწრო ისრაელს და ესტონეთს. ჯგუფიდან მუნდიალის საგზური საბერძნეთმა, გერმანიამ და სერბეთმა მოიპოვეს.

📺 ვიდეო: მატჩის მიმოხილვა

📺 ვიდეო: გიორგი შერმადინის და რატი ანდრონიკაშვილის კომენტარი მატჩის შემდეგ

საქართველო V ესტონეთი | საუკეთესო კადრები

საქართველო V ესტონეთი | საუკეთესო კადრები

საქართველო V ესტონეთი | საუკეთესო კადრები

საქართველო V ესტონეთი | საუკეთესო კადრები

საქართველო V ესტონეთი | საუკეთესო კადრები

საქართველო V ესტონეთი | საუკეთესო კადრები

საქართველო V ესტონეთი | საუკეთესო კადრები

საქართველო V ესტონეთი | საუკეთესო კადრები

საქართველო V ესტონეთი | საუკეთესო კადრები

საქართველო V ესტონეთი | საუკეთესო კადრები

კომენტარები

ბოლო ამბები