Thumbnail

პსჟ რეალს მკაცრად აფრთხილებს - ნეიმარის ტრანსფერი გამორიცხულია?

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ნასერ ალ-ხელაიფიმ მარკასთან ინტერვიუში ნეიმარზე ილაპარაკა
  • პარი სენ-ჟერმენის შეფი ნეიმარის ტრანსფერს გამორიცხავს

არ წყდება სპეკულაციები იმის შესახებ, რომ ნეიმარმა პარი სენ-ჟერმენი, შესაძლოა, ზაფხულში დატოვოს. სხვადასხვა გამოცემები ხშირად წერენ, რომ 27 წლის ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ფრანგულ გრანდში თავს ბედნიერად არ გრძნობს და ბარსელონაში დაბრუნებაზე, ან მადრიდის რეალში გადასვლაზე ფიქრობს.

თუმცა, პსჟ-ს პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი 222 მილიონ ევროდ შეძენილი ფეხბურთელის გაშვებას არ აპირებს. “ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებით არც რეალი უნდა დაგვიკავშირდეს და არც სხვა რომელიმე გრანდი. ნუ შეწუხდებიან, რადგან ამას აზრი არ აქვს”, - განაცხადა პსჟ-ს ბოსმა ესპანურ ‘მარკასთან’ ინტერვიუში და დასძინა: “ჩვენ ნეიმართანაც და მამამისთანაც ფანტასტიკური ურთიერთობა გვაქვს. გვინდა, რომ მან პარი სენ-ჟერმენში კიდევ დიდხანს ითამაშოს!”

ნასერ ალ-ხელაიფი და ნეიმარი

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელს პარიზულ გრანდთან კონტრაქტი 2022 წლამდე აქვს გაფორმებული. ნეიმარი პსჟ-ში 2017 წლის ზაფხულში, ბარსელონადან გადავიდა და ყველა დროის ყველაზე ძვირად გაყიდული ფეხბურთელია. ბრაზილიელი სუპერვარსკვლავი ახლა ტრავმირებულია და სამშობლოში მკურნალობს.

კომენტარები

ბოლო ამბები