Thumbnail

კლოდ პუელს კრისტალ პალასთან წაგება არ აპატიეს! ლესტერს ახალი მწვრთნელი ეყოლება

  • კრისტალ პალასთან წაგების შემდეგ ლესტერმა მთავარი მწვრთნელი გაუშვა
  • კლოდ პუელმა ინგლისურ კლუბში 16 თვე იმუშავა

7-მატჩიანი მოუგებელი სერია ოფიციალურ მატჩებში, 1 ფრე და 5 წაგება პრემიერლიგის ბოლო 6 შეხვედრაში - ლესტერის ხელმძღვანელებმა ასეთი რეგრესის შემდეგ ლოგიკური ნაბიჯი გადადგეს და გუნდის მთავარი მწვრთნელი კლოდ პუელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. 57 წლის ფრანგი სპეციალისტის ბედი კრისტალ პალასთან წაგებამ (1:4 საკუთარ მოედანზე) გადაწყვიტა.

ლესტერის შეფებმა კლოდ პუელი გაათავისუფლეს

კლოდ პუელმა ლესტერში 16 თვე იმუშავა. 2017 წლის ოქტომბერში მან კრეიგ შეკსპირი შეცვალა და გუნდი გავარდნისგან იხსნა - წინა სეზონში გუნდმა პრემიერლიგაში მე-9 ადგილი დაიკავა, ახლა კი, 27 ტურის შემდეგ, 32 ქულით მე-12 ადგილზეა. ლესტერის ხელმძღვანელებს უფრო დიდი ამბიციები აქვთ. აღსანიშნავია, რომ ბოლო 23 თვეში ლესტერმა 3 მწვრთნელი გაათავისუფლა. პუელს ლესტერთან კონტრაქტი 2020 წლამდე ჰქონდა გაფორმებული. ჯერჯერობით უცნობია, ვინ შეცვლის ფრანგს.

კომენტარები

ბოლო ამბები