Thumbnail

NBA | ზედიზედ მეორე მნიშვნელოვანი მოგება - ფაჩულიას გუნდი პლეი ოფის გზაზე

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • დეტროიტმა ორ დღეში ორი მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო
  • ატლანტას შემდეგ, პისტონსმა მაიამიც დაამარცხა
  • ზაზა ფაჩულიამ 4 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი დააგროვა

ზაზა ფაჩულიას დეტროიტმა ოლ სტარის პაუზის შემდეგ ზედიზედ მეორე უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო - პისტონსმა პლეი ოფისთვის ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი მაიამი სტუმრად 119:96 დაამარცხა. 35 წლის ქართველი ცენტრის გუნდმა ამ გამარჯვებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე აინაცვლა და პლეი ოფის გზაზეა. დეტროიტისთვის ეს ბოლო 7 მატჩში მე-6 მოგებაა!

პისტონსმა გადამწყვეტი უპირატესობა მეორე მეოთხედში მოიპოვა, რომელიც 34:17 მოიგო. მესამე პერიოდში თანაბარი თამაში იყო, მატჩის დასკვნით ნაწილში კი დეტროიტმა 35:20 მოიგო.

ფაჩულიამ 14:35 წუთი ითამაშა და ამ დროში 4 ქულა, 5 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ზაზამ ოთხიდან ორი 2-ქულიანი ჩააგდო, საჯარიმო კი არ უსვრია. 5 მოხსნიდან მას 1 შეტევაში ჰქონდა, 4 კი დაცვაში. ქართველმა ცენტრმა ერთხელ დაკარგა ბურთი და 2 პერსონალური მიიღო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი +16 გახლდათ.

პისტონსიდან საუკეთესო გამთამაშებელი იშ სმიტი გახლდათ, რომელმაც 22 ქულა, 9 პასი და 2 მოხსნა დააგროვა. ბლეიკ გრიფინის აქტივში 20 ქულა, 6 პასი და 4 მოხსნაა, ხოლო ანდრე დრამონდმა კი 12 ქულითა და 14 მოხსნით მორიგი ორმაგი დუბლი შეასრულა.

დეტროიტი მომდევნო მატჩს 26 თებერვალს, აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე მყოფ ინდიანა პეისერსთან გამართავს.

📺 ვიდეო: მაიამი 96:119 დეტროიტი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები