Thumbnail

უელსმა ინგლისი დაამარცხა და ექვს ერში გალიდერდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • უელსი 21:13 ინგლისი
  • საფრანგეთი 27:10 შოტლანდია

6 ერის მე-3 ტურში უელსმა ინგლისს 'პრინსპალითი სტედიუმზე' უმასპინძლა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში 21:13 მოუგო. სტუმრებმა პირველი ტაიმი მოიგეს, თუმცა უელსმა მეორე ნახევარში ორი ლელოს დადება შეძლო და ამ გამარჯვებით 6 ერში ერთპიროვნული ლიდერიც გახდა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლიამ უილიამსი გახდა. უელსს 12 ქულა აქვს და ინგლისს უკვე 2 ქულით უსწრებს.

უელსი: ლელოები - ჰილი, ადამსი. გარდასახვა - ბიგარი. ჯარიმები - ენსკომბის 3 ჯარიმა

ინგლისი: ლელოები - კარი. გარდასხვა - ფარელი. ჯარიმები - ფარელის 2 ჯარიმა.

მატჩის მიმოხილვა📺

ფრანგებმა ექვს ერში პირველი გამარჯვება იზეიმს. მათ შოტლანდიას 17 ქულის სხვაობით, 27:10 სძლიეს და 6 ქულით ცხრილში მე-3 ადგილზე არიან. მასპინძლებმა 'სტად დე ფრანსზე' 4 ლელო დადეს, რითიც ბონუს ქულა მოიპოვეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე დემბა ბამბა გახდა. ფრანგებმა შოტლანდიას გადაასწრეს, ბრიტანელები 5 ქულით მე-4 ადგილზე არიან.

საფრანგეთი: ლელოები - ნტამაკი, ჰუჟე, ალდრიტის ორი ლელო გარდასახვები - რამოსი, სერინი.  ჯარიმა - რამოსი

შოტლანდია: ლელოები - პრაისი. გარდასახვა - ჰასტინგსი. ჯარიმა - ლეიდლოუ.

6 ერის სატურნირო ცხრილი

კომენტარები

ბოლო ამბები