Thumbnail
  • PRO D2-ის 22-ე ტური და ორი ქართული ლელო
  • კაიკაციშვილის ლელომ მასის ვერ უშველა, შეყლაშვილის გუნდმა მოიგო

 PRO D2-ის 22-ე ტურში ორი ქართული ლელო დაიდო. ილია კაიკაციშვილის მასი ორიაკს დაუპირისპირდა და 13 ქულით, 18:31 დამარცხდა. მატჩის 57-ე წუთზე კაიკაციშვილმა ლელოს დადება მოახერხა, მაგრამ ორიაკმა მეტოქეს მაინც აჯობა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. მასი 22 ქულით მე-16, ბოლო ადგილზეა. კაიკაციშვილის გუნდის მომდევნო მეტოქე ვანი იქნება.

ბექა შეყლაშვილის კოლომიემ ბურგ ენ ბრესს აჯობა და გასავარდნი ზონიდან ამოვიდა. ეს მატჩი იყო პრინციპული დაპირისპირება, რადგანაც სწორედ ბურგ ენ ბრესი ცდილობს კოლომიეს გაგდებას და PRO D2-ში დარჩენას. შეყლაშვილმა ლელო 32-ე წუთზე მატჩის პირველო ლელო გაიტანა.

კოლომიემ 29:19 მოიგო, 39 ქულა დააგროვა და უშუალო კონკურენტს ერთი ქულით უსწრებს. ბექას გუნდის მომდევნო მეტოქე ბრივი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები