Thumbnail

ბორჯღალოსნები ინგლისში - ერთობლივი ვარჯიში წელსაც ჩატარდება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბორჯღალოსნები ინგლისის ნაკრებთან ოქსფორდში ივარჯიშებენ
  • შეკრება ორ დღეს გაგრძელდება

შარშან, ინგლისის მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა, ედი ჯონსმა საქართველოსთან ერთობლივი ვარჯიში შემდეგ განაცხადა, რომ ქართველებს მსოფლიოში უდიდესი და უძლიერესი შერკინების ხაზი ჰყავდათ მსოფლიოში. 'ბორჯღალოსნები' ინგლისთან მომავალ კვირაში კიდევ ერთხელ ივარჯიშებენ.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ინგლისთან ორდღიან საწვრთნელ შეკრებას გამართავს. ნაკრებები ოქსფორდში ივარჯიშებენ. ინგლისი ქართველებისგან გამოცდილებას შერკინებაში მიიღებს, ხოლო ქართველი უკანახაზელებს ინგლისელები დაეხმარებიან: ოუენ ფარელი, ჯონი მეი და ელიოტ დეილი.

2018 წლის ვარჯიშის ვიდეო

ორივე ნაკრებს თავიანთი მიზნები აქვთ. საქართველო დიდ გამოცდილებას მიიღებს რაგბი ევროპის დარჩენილი ტურებისთვის და მსოფლიოს თასისთვის, ხოლო ინგლისი ექვსი ერის მომდევნო ორი მატჩისთვის მოემზადება, რომლებსაც შოტლანდიასთან და იტალიასთან გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები