Thumbnail

მძიმე გამარჯვება ჰერტასთან - ბაიერნი დორტმუნდს გაუთანაბრდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბაიერნი 1:0 ჰერტა
  • რეკორდმაისტერი დორტმუნდს დაეწია და მეორე ადგილზეა

გერმანიაში საჩემპიონო ბრძოლა გრძელდება. მიუნხენის ბაიერნმა ‘ალიანს არენაზე’ ბერლინის ჰერტას უმასპინძლა და მეტოქეს 1:0 მოუგო. მიუნხენელებმა მატჩის ერთადერთი გოლი 62-ე წუთზე გაიტანეს. ხავი მარტინესმა ხამეს როდრიგესის გადაცემით ისარგებლა და დედაქალაქელებთან გამარჯვების გოლით გამოირჩა. მატჩის 84-ე წუთზე რეკიკი გააძევეს მინდვრიდან და ბაიერნმა მატჩი გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა.

მიუნხენელებმა ჰერტას ბუნდესლიგაში სამწლიანი პაუზის შემდეგ მოუგეს. ბაიერნმა 2016 წელს 3:0 იმარჯვა და იმ გამარჯვების შემდეგ, ბერლინურ გუნდთან ბუნდესლიგს ეგიდით გამართულ 4 მატჩში 3 ფრე და ერთი მარცხი ჰქონდა. სამწუხაროა, რომ ბაიერნმა მატჩი დანაკლისის გარეშე ვერ დაასრულა - კინგსლი კომანი მოედანზე შემოსვლიდან 9 წუთში დაიმტვრა და ფრენკ რიბერიმ შეცვალა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს ვერ დაეხმარება ფრანგი ფეხბურთელი გუნდს.

ნიკო კოვაჩის გუნდს 51 ქულა დაუგროვდა და დორტმუნდს გაუთანაბრდა, რომელსაც ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და ამ ტურში ლევერკუზენს ხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები