Thumbnail

დიუსელდორფის გრანდ სლემი | შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ლაშა შავდათუაშვილს ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი აქვს
  • ქართველმა რეპეშაჟის შეხვედრაში მასპინძელი ენტონი ზინგი დაამარცხა

დიუსელდორფის გრანდ სლემის რეპეშაჟში, ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) გერმანელი ენტონი ზინგი დამატებით დროში ვაზარით დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. შეგახსენებთ, რომ დიუსელდორფის გრანდ სლემის მეორე დღეს ტურნირში 4 ქართველი ძიუდოისტი ჩაერთო, თუმცა მედლისთვის მხოლოდ შავდათუაშვილი იბრძვის.

ლაშას მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი იქნება, რომელიც ნახევარფინალში შოჰეი ონოსთან დამარცხდა. მეორე ბრინჯაოსთვის რუსტამ ორუჯოვი და მუსა მოგუშკოვი იბრძოლებენ. ფინალი კი მართლაც დიდებული გველის. იაპონური ჯახი დიუსელდორფში - შოჰეი ონო მასაში ებინუმას წინააღმდეგ.

იაპონური სუპერფინალი

კომენტარები

ბოლო ამბები