Thumbnail

გეგა გეგეშიძე: ჩვენ თუ რამე დავაშავეთ, ეს მოჭიდავეების საქმეა...

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ჭიდაობის ფედერაციაში პრეზდიუმის სხდომა ჩატარდა
  • ზურა დათუნაშვილი გადაწყვეტილებას არ ცვლის
  • გეგა გეგეშიძე თანამდებობაზე რჩება

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში პრეზდიუმის სხდომა ჩატარდა, სადაც 11 იანვარს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობის ჩემპიონატზე მომხდარი ინციდენტი კიდევ ერთხელ განიხილეს.

სხდომა 3 საათს გაგრძელდა, გეგა გეგეშიძემ ბოდიში მოიხადა. ის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე რჩება. ყრილობის დასრულების შემდეგ, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, გეგა გეგეშიძემ და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ედიშერ მაჩაიძემ მედიასთან კომენტარები გააკეთეს.

გეგა გეგეშიძე: თუ რამე გავაკეთეთ, ეს მოჭიდავეების საქმეა. იმაზე შევჯერდით, რომ მოჭიდავეებმა შიგნით არსებული საკითხები განიხილონ. არ შეუშალონ ხელი პროცესებს - წავიდეს დათუნაშვილი შეკრებაზე, ივარჯიშოს,გამოვიდეს შეჯიბრზე და დაამტკიცოს თავისი პირველობა. დათუნაშვილთან მომხდარ ამბავს მე გვერდზე ვდებ, როგორც ხელმღვანელი.

ედიშე მაჩაიძე - ჭიდაობის ფედერაციის
ვიცე-პრეზიდენტი

ედიშერ მაჩაიძე: მიუხედავად არეულობისა, ზურას შანსი მივეცით. შეჯიბრის ჩაშლა მოჭიდავეებისგან დაიწყო, ამ ყველაფერზე სანქცია არსებობს, მაგრამ ამ სანქციაზე უარი ვთქვით და საკითხი სადისცპილინო კომიტეტსაც არ გადავეცით.

ჩვენ მას შევთავაზეთ, რომ შეკრებაზე ჩაერთოს და თავისი ძალა უახლოეს საერთაშორისო ტურნირებზე დაამტკიცოს. გეგამ დათუნაშვილს თვალებში ჩახედა და საქციელი მოინანია. მან ზურას უთხრა, რომ ალბათ, პრეზიდენტი რომ ვარ, მეტი მოთმინება უნდა გამომეჩინაო. ბოდიში მოუხადა მასაც და თუ ეს საჭიროა, ბოდიშს ვუხდი ყველასო'

დათუნაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ გეგეშიძესთან შერიგებას არ აპირებს და თუ უფლებას მიცემენ, ნაკრებიდანაც წავა.

კომენტარები

ბოლო ამბები