Thumbnail

მილანმა ემპოლის მოუგო! პიონტეკს ვერ აჩერებენ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მილანი 3:0 ემპოლი
  • 1:0 პიონტეკი (49), 2:0 კესიე (51), 3:0 კასტილეხო (67)

იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში მილანმა ემპოლის უმასპინძლა და 3:0 მოუგო. 'როსონერის' პირველ ტაიმში რამდენიმე მომენტი ჰქონდა, მაგრამ გატანა ვერ შეძლო. მეორე ტაიმის 49-ე წუთზე კშიშტოფ პიონტეკმა ანგარიში გახსნა. პოლონელმა მილანის მაისურით 6 მატჩში უკვე 7 გოლის გატანა მოასწრო. 2 წუთში კესიემ მასპინძელთა უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა. მატჩის საბოლოო ანგარიში კი სამუ კასტილეხომ დააფიქსირა, რომელმაც მანამდე კესიეს საგოლე გადაცემა გაუკეთა - 3:0.

შეხვედრა მილანის ყოფილი ფეხბურთელი და თბილისის მერი, კახა კალაძე დაესწრო

მილანელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს, მაგრამ ფაბიო ბორინი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არბიტრმა გოლი გააუქმა. მილანს 45 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა. გატუზოს გუნდს მომდევნო მატჩს კოპა იტალიაზე ლაციოს წინააღმდეგ, 27 თებერვალს გამართავს. ჩემპიონატში მილანის მეტოქე სასუოლო იქნება. შეხვედრა 'სან სიროზე' 2 მარტ შედგება. ემპოლის რიგებში ლევან მჭედლიძეს არ უთამაშია, ლევანის გუნდი მე-17 ადგილზეა 21 ქულით.

კომენტარები

ბოლო ამბები