Thumbnail
  • ჟალგირისის თავკაცი გოგა ბითაძეს აქებს
  • ბითაძე ბუდუჩნოსტს ლიტვაში ვერ გაყვა

ევროლიგის რეგულარული სეზონის 23-ე ტურში გოგა ბითაძის ბუდუჩნოსტი სტუმრად ჟალგირისს ხვდება. გოგა ტრავმირებულია და არ თამაშობს. მიუხედავად ამისა, ლიტველთა თავკაცმა, NBA-ს ყოფილმა ვარსკვლავმა შარუნას იასიკევიჩიუსმა გოგა თამაშამდე შეაქო:

"ის ძალიან ნიჭიერია. მოედანზე გოგა ყოველთვის აქტიურია და ბოლომდე იბრძვის. ბითაძეს ხშირად უწევს ფიზიკურად უფრო ძლიერ მეტოქეებთან ჭიდილი. ყველა მის არაჩვეულებრივ მონაცემებზე, ოსტატობაზე და სიმაღლეზე ლაპარაკობს, მე კი მიყვარს ის ხალხი, ვინც იბრძვის და თამაშისგან სიამოვნებას იღებს - ბითაძე სწორედ ასეთია.

შარუნას იასიკევიჩიუსი

გოგას უყვარს კალათბურთი, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ხანდახან ავიწყდებათ ხოლმე", - განაცხადა ლიტველმა სპეციალისტმა. 

კომენტარები

ბოლო ამბები