Thumbnail
  • ნიონში ევროპალიგის 1/8 ფინალის წილისყრა გაიმართა
  • აინტრახტი V ინტერი გამორჩეული დუელია
  • ერთი ქვეყნის გუნდები ერთმანეთს აცდნენ

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ევროპალიგის პლეი ოფის მეორე წრის (1/8 ფინალი) წილისყრა გაიმართა. 16 გუნდი მორიგი ბატალიებისთვის დაწყვილდა, რომლებიც 7 და 14 მარტს გაიმართება. გაგაცნობთ წილისყრის შედეგებს: 

ევროპალიგა. 1/8 ფინალი. 7 და 14 მარტი

ჩელსი V კიევის დინამო

აინტრახტი V ინტერი

ზაგრების დინამო V ბენფიკა

ნაპოლი V ზალცბურგი

ვალენსია V კრასნოდარი

სევილია V სლავია

არსენალი V რენი

ზენიტი V ვილიარეალი 

ინგლისურ კლუბებს გაუმართლა?

წილისყრა ბრმა იყო თუ არ ჩავთვლით ერთ დეტალს - რუსული და უკრაინული კლუბები ერთმანეთს არ უნდა შეხვედროდნენ. სხვა მხრივ, შესაძლებელი იყო ერთი ქვეყნის წარმომადგენლები შეხვედროდნენ ერთმანეთს, თუმცა ასე არ მოხდა. 

ჩელსის, რომელსაც პრემიერლიგაში არც ისე კარგად აქვს საქმე, მერვედფინალში კიევის დინამო გადაეყარა. პრემიერლიგის კიდევ ერთი კლუბის, არსენალის მეტოქე ფრანგული რენი იქნება. ბრიტანული მედია კმაყოფილია - საერთო აზრით, ლონდონურ კლუბებს შედარებით სუსტი მეტოქეები შეხვდნენ. 

ძალზე საინტერესო უნდა იყოს იტალიური ინტერისა და გერმანული აინტრახტის დუელი. სხვათა შორის, ეს ერთადერთი დაპირისპირებაა, სადაც ერთმანეთს ევროპის TOP 4 ჩემპიონატის წარმომადგენლები ხვდებიან. 

შედარებით სუსტი მეტოქე შეხვდა ტურნირის 5-გზის გამარჯვებულ სევილიას, რომელიც ახლაც ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია - პრაღის სლავია. კიდევ ერთი ესპანური კლუბი ვალენსია რუსულ კრასნოდარს შეხვდება. მერვედფინალში მეორე ესპანურ-რუსული დუელიცაა - ზენიტი ვილიარეალის წინააღმდეგ. 

ტურნირის კიდევ ერთი ფავორიტი ნაპოლი ავსტრიულ ზალცბურგს ხვდება. 
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ფინალი ბაქოში, ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება. ფინალი 29 მაისს გაიმართება. ევროპალიგის გამარჯვებული ჩემპიონთა ლიგის მომდევნო გათამაშების ჯგუფური ეტაპის საგზურს მიიღებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები