Thumbnail

'ამაყი ვარ ჩემი მოთამაშეებით' - ილიას ზუროსი საბერძნეთთან მატჩის შესახებ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან 12-ქულიანი სხვაობით დამარცხდა
  • მატჩის შემდეგ, კომენტარები ილიას ზუროსმა და გიორგი შერმადინმა გააკეთეს

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს 2019 წლის მეორე შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა შეხვედრა სტუმრად საბერძნეთის ნაკრებთან ჩაატარა და 12-ქულიანი სხვაობით, 69:81 დამარცხდა. ამ მარცხით ქართველმა კალათბურთელებმა ჩინეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის მიზერული შანსიც დაკარგეს. მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე ჟურნალისტთა წინაშე ნაკრების მწვრთნელი ილიას ზუროსი და ერთ-ერთი ლიდერი გიორგი შერმადინი წარსდგნენ…

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი)
“ამაყი ვარ ჩემი მოთამაშეებით, რადგან მათ ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ. თითოეული მათგანი 100%-ით დაიხარჯა. პრობლემები გვქონდა, რადგან არაერთი წამყვანი მოთამაშე გვაკლდა, მაგალითად გოგა ბითაძე და ბექა ბურჯანაძე, რომლებიც ბურთის მოხსნაზე ძალიან დაგვეხმარებოდნენ. აღარაფერს ვამბობ თორნიკე შენგელიაზე, რომელიც ჩვენი გუნდის ლიდერია. გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეები და სწორედ მათთან მუშაობაა საჭირო. კარგად წარმოაჩინა თავი რატი ანდრონიკაშვილმა. სამწუხაროდ, გვაკლდა სანდრო მამუკელაშვილი. მომდევნო მატჩს თბილისში გავმართავთ და ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად. მინდა ვთხოვო გულშემატკივრებს, რომ მოვიდნენ და დაგვიჭირონ მხარი, რადგან ეს კალათბურთელებმა დაიმსახურეს. კიდევ ერთხელ, მადლობას ვუხდი ჩემს მოთამაშეებს”.

ილიას ზუროსი

გიორგი შერმადინი (საქართველოს ნაკრები)
“მინდა საბერძნეთის ნაკრებს გამარჯვება მივულოცო. მეტოქემ კარგი თამაში აჩვენა. ლიდერ ბურუსისთან ერთად ახალგაზრდა მოთამაშეებმა გამოიჩინეს თავი. სამწუხაროდ, ვერ გავაკეთეთ ჩვენი მაქსიმუმი და ვერ მოვიპოვეთ მსოფლიოს ჩემპიონატის საგზური. მთავარია ახალგაზრდებმა დიდი გამოცდილება მიიღონ. წინ ესტონეთთან საშინაო მატჩია და ყველაფერს გავაკეთებთ რომ შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დავასრულოთ”.

გიორგი შერმადინი

 

კომენტარები

ბოლო ამბები