Thumbnail

ანტალიაში ცხინვალის 5 ფეხბურთელი ქურდობაზე დააკავეს

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • თურქული მედიის ცნობით, მაღაზიიდან 9 ნივთი დაიკარგა
  • ფეხბურთელები ბელეკის 5-ვარსკვლავიან სასტუმროში დააკავეს

malatyaguncel.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანტალიის სავაჭრო ცენტრში მოხდა ქურდობა, აღნიშნულ ფაქტზე კი საფეხბურთო კლუბ ცხინვალის 5 ფეხბურთელი დააკავეს. თურქულ მედიაში დაკავებულთა ინიციალებიც დასახელდა .

როგორც malatyaguncel.com იუწყება, მაღაზიის დახურვის შემდეგ, აღმოჩნდა რომ 9 ნივთი იყო დაკარგული, მათ შორის სპორტული ფეხსაცმელი და ტანსაცმელი. სპორტსმენების იდენტიფიცირება ვიდეოკამერების გადამოწმების შემდეგ მოხდა.

ქართველი ფეხბურთელები ბელეკის 5-ვარსკვლავიან სასტუმროში დააკავეს და ისინი სასამართლოს წინაშე წარსდგებიან.

ფოტო: ცხინვალის FB გვერდიდან

კომენტარები

ბოლო ამბები