Thumbnail

ევროპალიგა | ლევერკუზენი გავარდა, რენისა და სლავიას სენსაციური გამარჯვება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • კრასნოდარმა ლევერკუზენი გააგდო და მერვედფინალში გავიდა
  • ინტერმა ვენის რაპიდი გაანადგურა
  • გენკი სლავიასთან განადგურდა, ბეტისმა საკუთარ მოედანზე წააგო

ევროპალიგის 1/16-ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრების მეორე ნაწილში რამდენიმე სენსაცია დაფიქსირდა.

კრასნოდარი ლევერკუზენს გერმანიაში ესტუმრა და მეტოქესთან ფრედ 1:1 ითამაშა, რითიც მომდევნო ეტაპზე გასვლა მოახერხა. მატჩი უგოლოდ მიმდინარეობდა და შეხვედრა დამატებით დროში უნდა გადასულიყო, როდესაც კრასნოდარის 19 წლის ფეხბურთელმა სულეიმანოვმა ჯარიმა გაიტანა და რუსები დააწინაურა - 0:1.

0:1 სულეიმანოვი 84'

სულეიმანოვის ჯარიმა ლევერკუზენის კარში - 19 წლის ფეხბურთელის გოლი

სულეიმანოვის ჯარიმა ლევერკუზენის კარში - 19 წლის ფეხბურთელის გოლი

Posted by Silk Sport on ხუთშაბათი, 21 თებერვალი, 2019

გერმანელებმა სწრაფად გაათანაბრეს, მაგრამ არანგისის გოლი მომდევნო ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა და კრასნოდარმა მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

1:1 არანგისი 87'

არანგისის გოლი კრასნოდარის კარში 1:1

არანგისის გოლი კრასნოდარის კარში 1:1

Posted by Silk Sport on ხუთშაბათი, 21 თებერვალი, 2019

ევროპალიგას დაემშვიდობა გენკი და ბეტისი. ბელგიელები საკუთარ მოედანზე სლავიასთან 1:4 განადგურდნენ, ხოლო სევილიელებმა ფრანგულ რენთან მატჩი 1:3 დათმეს და ორი მატჩის ჯამში 4:6 დამარცხდნენ.

ინტერმა ორმატჩიან დაპირისპირებაში ვენის რაპიდს 5:0 მოუგო. ჩელსიმ კი მალმიოს საკუთარ მოედანზე 3 გოლი გაუტანა. აღსანიშნავია, რომ ჟირუმ და როს ბარკლიმ პირველი მატჩის მსგავსად გატანა ახლაც შეძლეს.

ევროპალიგის წილისყრა 22 თებერვალს გაიმართება. მერვედფინალის პირველი მატჩები 7 მარტს ჩატარდება, საპასუხო შეხვედრები კი ერთ კვირაში შედგება.

მერვედფინალში ითამაშებენ: სევილია, ზაგრების დინამო, ნაპოლი, აინტრახტი, ვალენსია, ზენიტი, ვილიარეალი, არსენალი, ზალცბურგი, ინტერი, სლავია, კრასნოდარი, ჩელსი, რენი, კიევის დინამო, ბენფიკა.

ინტერი 4:0 რაპიდი

გოლები: 1:0 ვესინო (11), 2:0 რანოკია (18), 3:0 პერიშიჩი (80), 4:0 პოლიტანო (87).

გენკი 1:4 სლავია

გოლები: 1:0 ტროსაარდი (10), 1:1 კუფალი (23), 1:2 ტრაორე (54), 1:3 შკოდა (64), 1:4 შკოდა (69),

ლევერკუზენი 1:1  კრასნოდარი

გოლები: 0:1 სულეიმანოვი (84), 1:1 არანგისი (87)

ჩელსი 3:0  მალმიო

გოლი: 1:0 ჟირუ (55), 2:0 ბარკლი (74), 3:0 ჰადსონ-ოდოი (84).

ბეტისი 1:3  რენი

გოლები: 0:1 ბენსებაინი (22), 0:2 უნუ (30), 1:2 ლო ჩელსო (41), 1:3 ნიანგი (90+4).

კიევის დინამო 1:0 ოლიმპიაკოსი

გოლი: 1:0 ფრან სოლი (32)

ბენფიკა 0:0 გალათასარაი

კომენტარები

ბოლო ამბები