Thumbnail
  • ევროპალიგის პლეი ოფის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა
  • ქართველი ფეხბურთელები ტურნირს გამოეთიშნენ

ევროპის სტადიონებზე ევროპალიგის პლეი ოფის განმეორებითი შეხვედრები გაიმართა. დიდ ინტერესს იწვევდა ლონდონში გამართული მატჩი, სადაც არსენალი ბორისოვოს ბატეს დაუპირისპირდა.

"მეთოფეები" ბელარუსში მინიმალური სხვაობით დამარცხდნენ, თუმცა სახლში სრული უპირატესობით წარმართეს შეხვედრა და სამი უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს. ჯერ კიდევ მე-4 წუთზე ვოლკოვმა საკუთარი კარი დალაშქრა, 39-ე წუთზე კი მუსტაფიმ ფორა ორამდე გაზარდა. მეორე ტაიმის დაწყებიდან 15 წუთში, სოკრატის პაპასტატოპულოსმა მესამე გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, 3:0. არსენალი მომდევნო ეტაპზეა!

არსენალმა ბატეს 3 უპასუხო გოლი გაუტანა

დავით ხოჭოლავას შახტარი გერმანიაში ჩავიდა და აინტრახტთან 1:4 განადგურდა. პირველი მატჩი უკრაინაში 2:2 დასრულდა და ბუნებრივია, რომ მომდევნო ეტაპზე ფრანკფურტული გუნდი გავიდა. ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იყო და მთელი 90 წუთი ითამაშა. დამარცხდა კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის, ლევან ხარაბაძის გუნდი - ციურიხი ნეაპოლში ჩავიდა და ნაპოლისთან მეორე მარცხი იწვნია. ამჯერად, იტალიურმა გუნდმა 2:0 გაიმარჯვა. ქართველი მცველი 82-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. 

ანტე რებიჩის გოლი შახტარის კარში

ვალენსიამ მეორე მატჩიც მოუგო შოტლანდიურ სელტიკს. ესპანური გუნდი ერთ გოლს დასჯერდა, რომელიც გამეირომ 70-ე წუთზე გაიტანა. მომდევნო ეტაპზეა ზენიტი, რომელიც თურქეთში ფენერბაჰჩესთან 0:1 დამარცხდა, თუმცა საკუთარ კედლებში 3:1 დაამარცხა მეტოქე. მატჩის გმირი აზმუნია, რომელმაც დუბლი შეასრულა, გადამწყვეტი გოლი კი 76-ე წუთზე გაიტანა. 

არსენალი 3:0 (0:1) ბატე

გოლები: 1:0 ვოლკოვი (4-საკ. კარში), 2:0 მუსტაფი (39), 3:0 პაპასტატოპულოსი (60)

დინამო ზ. 3:0 (1:2) პლზენი

გოლები: 1:0 ორსიჩი (15), 2:0 დილავერი (33), 3:0 პეტკოვიჩი (73)

აინტრახტი 4:1 (2:2) შახტარი

გოლები: 1:0 იოვიჩი (23), 2:0 ჰალერ (27-პენ.), 2:1 მორაესი (64), 3:1 ჰალერი (80), 4:1 რებიჩი (88)

დავით ხოჭოლავა (შახტარი) ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა

ნაპოლი 2:0 (3:1) ციურიხი

გოლები: 1:0 ვერდი (43), 2:0 ოუნასი (75)

ლევან ხარაბაძე (ციურიხი) 82-ე წუთზე ჩაერთო თამაშში

ზალცბურგი 4:0 (1:2) ბრიუგე

გოლები: 1:0 შლაგერი (17), 2:0 დაკა (29), 3:0 დაკა (43), 4:0 დაბური (90)

ვალენსია 1:0 (2:0) სელტიკი

გოლები: 1:0 გამეირო (70)

ვილიარეალი 1:1 (1:0) სპორტინგი

გოლები: 0:1 ფერნანდესი (45), 1:1 ფორნალსი (80)

ზენიტი 3:1 (0:1) ფენერბაჰჩე

გოლები: 1:0 ოზდოევი (4), 2:0 აზმუნი (37), 2:1 თოფალი (43), 3:1 აზმუნი (76)

კომენტარები

ბოლო ამბები