Thumbnail
  • მოსკოვის ლოკომოტივი 5:1 ვიკინგი
  • ქართული გოლი მარბელიაში

რუსეთის ჩემპიონი მოსკოვის ლოკომოტივი სეზონის განახლებისთვის ესპანეთში ემზადება. გუნდში უკვე ორი ქართველია - საბა კვერკველია და 18 წლის ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც ახლახან ჩაირიცხა ლოკომოტივში. 

მოსკოვის ლოკომოტივმა ნორვეგიის ერთ-ერთ ცნობილ კლუბს, ვიკინგს 5:1 მოუგო. საბა კვერკველია სასტარტო შემადგენლობაში იყო და ის 65-ე წუთზე გამოცვალეს. ზუსტად მაშინ შევიდა მინდორზე ხვიჩა კვარაცხელია. მან პირველად მოირგო მოსკოვის ლოკომოტივის მაისურა და მხოლოდ ათი წუთი დასჭირდა პირველი გოლის გასატანად. ანტონ მირანჩუკის ნაცვლად შესულმა 76-ე წუთზე რუსული გუნდის ბოლო გოლი გაიტანა. 

"ქართველი ნახევარმცველი ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, ის იყო კრეატიული მოედანზე, ამწვავებდა თამაშს და გაიტანა გოლი თავისივე დაწყებული კომბინაციით", - წერს ლოკომოტივის ოფიციალური საიტი.  

რუსეთის პრემიერ ლიგა 1-ელ მარტს განახლდება, ლოკომოტივი 17 თამაშიდან 28 ქულით მე-5 ადგილზეა. 

მარბელიას შეკრებაზე

კომენტარები

ბოლო ამბები