Thumbnail
  • 23 თებერვალს გაიმართება ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა
  • განიხილება 11 იანვარს სპორტის სასახლეში მომხდარი ინციდენტი

გრძელდება დაპირისპირება ქართულ ჭიდაობაში, რომელსაც 11 იანვარს დაედო სათავე. მაშინ, თბილისის სპირტის სასახლეში საქართველოს ჩემპიონატი მიმდინარეობდა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში. ზურაბ დათუნაშვილის და რობერტ კობლიაშვილის ფინალური შეხვედრის მიწურულს მოხდა ინციდენტი, რომელიც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, დათუნაშვილს კი საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიზე დაუპირისპიდა.

19 იანვარს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მიერ გავრცელებული ექსკლუზიური კადრების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა, რასაც გეგა გეგეშიძის დაპატიმრება და შემდეგ, გირაოს წესით გათავისუფლება მოჰყვა. ამასთან, გეგეშიძე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად დატოვეს.

აღნიშნულ ინციდენტთან დაკავშირებით, 23 თებერვალს დაიგეგმა საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა, სადაც უნდა გაირკვეს მტყუან-მართალი და დამნაშავეებიც უნდა დაისაჯონ. თუმცა, ზურაბ დათუნაშვილი არ ენდობა პრეზიდიუმს და სწორედ სხდომის დროს, ჭიდაობის ფედერაციასთან აქციას აანონსებს. 

“მოძალადეები არ უნდა იკავებდნენ თანამდებობას. საჯარო სექტორში დასაქმებული პირები არ უნდა ძალადობდნენ მოქალაქეებზე. ერთად შევქმნათ დაუსჯელი ჩინოვნიკის დასჯის პრეცედენტი. ეს არ არის მხოლოდ ზურა დათუნაშვილის ბრძოლა, ეს ჩვენი ბრძოლაა! მოდი შაბათს 14:00 საათზე ჭიდაობის ფედერაციასთან და დაიცავი შენი უფლებები, რათა შემდეგი მსხვერპლი არ აღმოჩნდე შენ!” - სწორედ ასეთი მოწოდებით არის დაანონსებული აქცია-ღონისძიება.

კომენტარები

ბოლო ამბები