Thumbnail

ფუტსალის ლიგა | ლიდერი აუტსაიდერის წინააღმდეგ

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 22-23 თებერვალს საქართველოს ფუტსალის ლიგის მე-10 ტურია
  • მატჩები თბილისსა და ქუთაისში გაიმართება

22-23 თებერვალს თბილისსა და ქუთაისში საქართველოს ფუტსალის ლიგის მე-10 ტურის მატჩები გაიმართება. წინა ტურში, თელასმა პრინციპული დაპირისპირება მოუგო TMC თბილისს, სატურნირო ცხრილში ადგილი გაუცვალა მეტოქეს და პირველ ადგილზე აღზევდა. მესამე პოზიციაზე მყარად დგას თსუ, პლეი ოფში გამსვლელი მეოთხე ადგილისთვის კი დიდი ბრძოლაა მოსალოდნელი.

22 თებერვალს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში თელასი თბილისს დაუპირისპირდება. ლიდერის და აუტსაიდერის თამაში მიმდინარე სეზონში ერთხელ უკვე შედგა და მაშინ, თელასმა 4:1 დაამარცხა მეტოქე. ფავორიტი უცვლელია და თელასი მორიგი სამი ქულის მოპოვებას შეეცდება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

23 თებერვალს, ორი მატჩი გაიმართება ქუთაისის ოლიმპიურ სასახლეში. 16:00 საათზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ივერია 2017-ს უმასპინძლებს. 18:00 საათზე ქუთაისის მართვე TMC თბილისს შეხვდება. ამ გუნდების პირველ დაპირისპირებაში უთანასწორო ბრძოლა იყო, რადგან TMC თბილისმა ქუთაისური გუნდი დიდი ანგარიშით, 6:0 დაამარცხა. მაშინ, ოთხი გატანილი გოლით თავი ვახტანგ ჯვარაშვილმა გამოიჩინა. ალექსანდრე ძაბირაძის გუნდს კვლავ დააკლდება თორნიკე ბუკია, რომელიც ტრავმირებულია და სარეაბილიტაციო კურსის შემდეგ დაუბრუნდება მოედანს.

სატურნირო ცხრილს 24 ქულით თელასი ლიდერობს, მეორე ადგილზე 22 ქულით TMC თბილისია, ხოლო მესამე ადგილზე 16 ქულით თსუ-ა გამაგრებული. მე-10 ტურის ყველა მატჩის პირდაპირი ტრანსლაციის ხილვა გულშემატკივარს sbm.ge-ზე შეეძლება. თბილისსა და ქუთაისში თამაშებზე დასწრება თავისუფალია.

კომენტარები

ბოლო ამბები