Thumbnail
  • ატლეტიკო 2:0 იუვენტუსი
  • გოლები: 1:0 ხიმენესი (78), 2:0 გოდინი (83)

"ვანდა მეტროპოლიტანოზე" ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველი წრის პირველ დაპირისპირებაში მადრიდის ატლეტიკომ ტურინის იუვენტუსს უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ამ გუნდების საპასუხო მატჩი 12 მარტს ტურინში გაიმართება. 

პირველ ტაიმში გოლი არ გასულა - მე-9 წუთზე კრიშტიანო რონალდოს მიერ შესრულებული საჯარიმო იან ობლაკმა მოიგერია. 25-ე წუთზე დე შილიოს გამო სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ VAR-ის გადაწყვეტილებით, მსაჯმა პენალტი გადაიფიქრა. 

მეორე ტაიმი გაცილებით საინტერესოდ დაიწყო, ჯერ დიეგო კოშტამ მეკარესთან პირისპირ გასვლა ვერ გამოიყენა, შემდეგ ანტუან გრიზმანის დარტყმული შჩესნიმ და ხარიხამ ერთობლივად მოიგერიეს. 

სიმეონემ ალეგრის პირველი დუელი მოუგო

მორატას გაუქმებული გოლი

VAR-მა გოლი გააუქმა - ალვარო მორატამ იუვენტუსს გაუტანა

VAR-მა გოლი გააუქმა - ალვარო მორატამ იუვენტუსს გაუტანა

Posted by Silk Sport on ოთხშაბათი, 20 თებერვალი, 2019

70-ე წუთზე ფილიპე ლუიშის ჩამოწოდებულს თავი ალვარო მორატამ დაუხვედრა და ყოფილ გუნდს გაუტანა. იმ ეპიზოდში მორატამ კიელინის საჰაერო დუელში, თითქოს, ხელი კრა. VAR-ის კონსულტაციის შემდეგ, ფელიქს ცვაიერმა გადაწყვეტილება შეცვალა - ატლეტიკოს ფორვარდი დაჯარიმდა.

1:0 ხიმენესი (78) 

78-ე წუთზე ატლეტიკოს კუთხურს ხოსე ხიმენესის გოლი მოჰყვა, მცველმა მორატას დარტყმულს დაამატა - 1:0.

ხოსე ხიმენესის გოლი იუვენტუსის კარში - 1:0

ხოსე ხიმენესის გოლი იუვენტუსის კარში - 1:0

Posted by Silk Sport on ოთხშაბათი, 20 თებერვალი, 2019

UPDATE: 'კვერცხები ჩვენს ფანებს ვუჩვენე' - რას ნიშნავს დიეგო სიმეონეს ჟესტი

2:0 გოდინი (83)

83-ე წუთზე მანჯუკიჩის მოგერიებული დიეგო გოდინმა მახვილი კუთხიდან შეაბრუნა და ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა - 2:0. 

დიეგო გოდინის გოლი ტურინის იუვენტუსის კარში - 2:0

დიეგო გოდინის გოლი ტურინის იუვენტუსის კარში - 2:0

Posted by Silk Sport on ოთხშაბათი, 20 თებერვალი, 2019

საინტერესო ფაქტები

⚽ კრიშტიანო რონალდო იუვენტუსის ერთადერთი ფეხბურთელი იყო პირველ ტაიმში პასების 100%-იანი სიზუსტით - 22/22.

⚽ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის საშინაო შეხვედრებში ატლეტიკო 13 მატჩია დაუმარცხებელია (8 მოგება, 5 ფრე).

⚽ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის ბოლო 10 საშინაო მატჩში ატლეტიკომ მხოლოდ 1 გოლი გაუშვა (ისკო, 2017 წელი). 

⚽ დიეგო სიმეონემ იტალიურ კლუბთან მე-7 მატჩში არ წააგო - 5 მოგება, 2 ფრე და მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა (კაკა, 2014 წელი). 

⚽ ურუგვაელებმა, დიეგო გოდინმა და ხოსე ხიმენესმა ერთ მატჩში გოლები პირველად გაიტანეს. 

ატლეტიკო 2:0 იუვენტუსი

გოლები: 1:0 ხიმენესი (78), 2:0 გოდინი (83)

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, ხიმენესი, გოდინი, ფილიპე ლუიში - კოკე (67. ა. კორეა), თომასი (61. ლემარი), როდრი ერნანდესი, საულ ნიგესი - დიეგო კოშტა (58. მორატა), გრიზმანი

იუვენტუსი (4-3-1-2): შჩესნი - დე შილიო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო - ბენტანკური, პიანიჩი (72. ჯანი), მატუიდი (85. კანსელო) - დიბალა (80. ბერნარდესკი) - მანჯუკიჩი, რონალდო 

კომენტარები

ბოლო ამბები