Thumbnail

კვიპროსული მედია: ქეცბაია ანორთოსისში მაისში დაბრუნდება!

  • ანორთოსისმა ოფიციალურად გააპროტესტა ქულების დაკლება
  • თუ პრეზიდენტი პანტელისი წავა...

ნიკა კაჭარავასა და ბექა მიქელთაძის ანორთოსისი კვიპროსის ფეხბურთის ასოციაციამ 9 ქულით დასაჯა. მიზეზი ისაა, რომ ფამაგუსტელებმა ახალწვეული მეკარე ფრანსის უზოჰო გაყალბებული სამედიცინო ბარათით ათამაშეს აპოლონთან მატჩში. შედეგად, მოგებული თამაში ქართველთა გუნდს წაგებულად ჩაუთვალეს და კიდევ 6 ქულა დააკლეს. ახლახან გახდა ცნობილი, რომ კლუბმა ოფიციალურად შეიტანა სარჩელი, რომელსაც 23 თებერვალს განიხილავენ. 

კვიპროსული მედიის ცნობით, დიდი ალბათობით, ანორთოსისში სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი, პრეზიდენტი ანდრეას პანტელისი წავა. ამ შემთხვევაში კი თემურ ქეცბაიას დაბრუნება გუნდში აქტუალური გახდება. 

ფრანსის უზოჰო 1-მატჩიანი დისკვალიფიკაციითაც დასაჯეს

Goal.com.com.cy-ის ინფორმაციით, ქეცბაია გუნდს მაისში ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ჩაიბარებს. შეგახსენებთ, რომ 50 წლის ქეცბაია, რაც 2017 წელს ორენბურგიდან წავიდა, უმუშევარია. მას 2002-2006 წლებში უთამაშია ანორთოსისში, ხოლო 2004-2009 წლებში ამ კლუბს წვრთნიდა. მწვრთნელის რანგში მან გუნდი ორჯერ გახადა ჩემპიონი, ერთხელ კი თასი და სუპერთასი მოაგებინა.

პრანიჩს ემუქრებიან

Goal.com.com.cy-თან ინტერვიუში ბაიერნისა და ხორვატიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, 37 წლის დანიელ პრანიჩმა განაცხადა, რომ ანორთოსისი ახლა ფეხბურთელებზე დგას, მათ ყურადღებას არავინ აქცევს და ხელფასსაც არ უხდიანო. ხორვატის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, ხორვატს ემუქრებიან - მას ხმოვანი შეტყობინება (მუსიკალური სახით) გაუგზავნეს "ან შენით წადი, ან ჩვენ მოვალთო". 

კომენტარები

ბოლო ამბები