Thumbnail

მაიკ ტაისონი ზოოპარკში გორილაზე იწევდა და ამაში ფულს იხდიდა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • კრივის ლეგენდამ ძველი ამბავი გაიხსენა
  • 30 წლის წინ, მაიკ ტაისონს ზოოპარკში გორილას ცემა სურდა
  • ‘რკინის მაიკი’ მზად იყო, ამაში 10 000 დოლარი გადაეხადა

კრივის ლეგენდას, მაიკ ტაისონს თავისი საკუთარი ‘Rumble in the Jungle’ სურდა! 30 წლის წინ ‘რკინის მაიკი’ გორილასთან ჩხუბზე ოცნებობდა.

ეს ძველი ამბავია, მაგრამ საზოგადოებამ მხოლოდ ახლა, ბრიტანული ‘სანიდან’ შეიტყო. როგორც ირკვევა, 80-იანი წლების ბოლოს, ზოოპარკში სტუმრობისას მაიკ ტაისონს საინტერესო იდეა მოუვიდა.

“ერთ-ერთ თანამშრომელს ფული გადავუხადე იმაში, რომ ზოოპარკში მხოლოდ მე და რობინი ვყოფილიყავით. იქ ვნახე ერთი დიდი გორილა, რომელიც სხვა გორილებს მაგრად აშინებდა,” - ამბობს ტაისონი, რომელიც 1986 წელს, 20 წლის ასაკში, მძიმე წონაში კრივის ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

მაიკი: “ზედამხედველს 10 000 დოლარი შევთავაზე იმის სანაცვლოდ, რომ ვოლიერის კარი გაეღო და ჩემთვის გორილას ცემის საშუალება მოეცა. სამწუხაროდ, მან უარი მითხრა.”

გორილას სიმაღლე ზოოპარკში 1,75 მეტრამდეა, წონა - 350 კილოგრამამდე

აღსანიშნავია, რომ ზოოპარკში მყოფი გორილები დაახლოებით 350 კილოგრამს იწონიან. მას მერე ბევრი დრო გავიდა. მაიკ ტაისონი ცხოველების მოყვარულია და საკუთარი ვეფხვიც ჰყავს...

კომენტარები

ბოლო ამბები