Thumbnail

კალათბურთი | საქართველოს ნაკრები საბერძნეთში გაემგზავრა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს ნაკრები ორი მატჩისთვის ემზადება
  • 21 თებერვალი: საბერძნეთი V საქართველო
  • 24 თებერვალი: საქართველო V ესტონეთი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი ორი მატჩისთვის ემზადება. ილიას ზუროსის გუნდი 21 თებერვალს გასვლაზე საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 24 თებერვალს თბილისის სპორტის სასახლეში ესტონეთს მიიღებს.

საბერძნეთში გამგზავრების წინ, ილიას ზუროსმა 12-კაციანი შემადგენლობა დაასახელა: გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, თად მაკფადენი, ოთარ ფხაკაძე, დუდა სანაძე, მიხეილ ჭოჭუა, მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ბერიშვილი, ილია ლონდარიძე, აკაკი დვალიშვილი, ბექა ბექაური, გიორგი შერმადინი.

გიორგი შერმადინი და დუდა სანაძე

საქართველოს ნაკრები უკვე გაემგზავრა საბერძნეთში, მატჩი კი კუნძულ კრეტაზე, ქალაქ ჰერაკლეონში გაიმართება. აქვე აღვნიშნოთ, რომ ადგილზე შეუერთდება გუნდს თად მაქფადენი. ილიას ზუროსის გუნდი ჰერაკლეოსში პირველ ვარჯიშს 19 თებერვალს საღამოს გამართავს.

მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრებს გამართული 4 მატჩიდან 3 მოგება აქვს, თუმცა პირველი და მეორე ეტაპების გაერთიანებულ ცხრილში 5-5 მოგება-წაგება გააჩნია და მუნდიალზე გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი დარჩა. ილიას ზუროსის გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ გავიდეს, საქართველოს ნაკრებმა დარჩენილი ორივე შეხვედრა უნდა მოიგოს, ხოლო სერბეთმა ესტონეთთან და ისრაელთან წააგოს.

საქართველოს ნაკრების გამგზავრება საბერძნეთში 

კომენტარები

ბოლო ამბები