Thumbnail

ნანიმ სპორტინგი დატოვა და კარიერას MLS-ში აგრძელებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნანი კარიერას MLS-ში, ორლანდოს რიგებში აგრძელებს
  • პორტუგალიელი ფეხბურთელი ორლანდოს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა

ლისაბონის სპორტინგის ყოფილი ნახევარმცველი, ნანი კარიერას ამერიკულ ორლანდო სიტიში გააგრძელებს. პორტუგალიელი ფეხბურთელი ორლანდოს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და გუნდში 3 წლის განმავლობაში ითამაშებს. ნანი უკვე ამერიკაშია და წარდგენისთვის ემზადება.

პორტუგალიელ ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში 5 კლუბში უთამაშია. ორლანდო მის კარიერაში მე-6 გუნდია. ნანიმ მანჩესტერ იუნაიტედთან ერთად პრემიერლიგა 4-ჯერ მოიგო, ხოლო ჩემპიონთა ლიგის თასს მხოლოდ ერთხელ დაუეფლა. ბოლო ტიტული ნანის ევროპულ კარიერაში პორტუგალიის ლიგის თასი იყო, რომლის ფინალშიც სპორტინგმა პორტოს თერთმეტმეტრიანებში მოუგო. ნანიმ იმ მატჩში გადამწყვეტი დარტყმა შეასრულა.

ორლანდო 5 წლის წინ შეიქმნა. ამ გუნდის მთავარი მიღწევა ამერიკის თასის მეოთხედფინალში გასვლაა.

კომენტარები

ბოლო ამბები