Thumbnail
  • საქართველოს ნაკრები ორი მატჩისთვის ემზადება
  • 21 თებერვალი: საბერძნეთი V საქართველო
  • 24 თებერვალი: საქართველო V ესტონეთი
  • ილიას ზუროსის და მოთამაშეების კომენტარები

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დასკვნითი ორი მატჩისთვის ემზადება. ილიას ზუროსის გუნდი 21 თებერვალს საბერძნეთს ესტუმრება, ხოლო 24 თებერვალს თბილისის სპორტის სასახლეში ესტონეთს დაუპირისპირდება.

საბერძნეთში გამგზავრების წინ, ილიას ზუროსმა გაფართოებული შემადგენლობა 12 კაცამდე შეამცირა. აქვე გავეცნოთ შემადგენლობას:

გიორგი ცინცაძე, რატი ანდრონიკაშვილი, თად მაკფადენი, ოთარ ფხაკაძე, დუდა სანაძე, მიხეილ ჭოჭუა, მერაბ ბოქოლიშვილი, მიხეილ ბერიშვილი, ილია ლონდარიძე, აკაკი დვალიშვილი, ბექა ბექაური, გიორგი შერმადინი.

საქართველოს ნაკრები ოლიმპიურ სასახლეში

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ნაკრების ღია ვარჯიში გამართა, რის შემდეგაც მწვრთნელმა და მოთამაშეებმა კომენტარები გააკეთეს. ილიას ზუროსმა ვრცლად ისაუბრა.

“არაერთი წამყვანი მოთამაშე გვაკლია, მათ შორის გოგა ბითაძე, თირნიკე შენგელია, ბექა ბურჯანაძე და სხვები. ეს არის რთული მომენტი ჩვენთვის. უნდა ვეცადოთ, რომ გავაკეთოთ ჩვენი მაქსიმუმი. საბერძნეთთან მატჩის შემდეგ, ესტონეთს უნდა ვუმასპინძლოთ და უნდა ვეცადოთ, რომ შესარჩევი ციკლი წარმატებით დავასრულოთ. ამისთვის, 100%-ით უნდა დავიხარჯოთ. - განაცხადა ბერძენმა სპეციალისტმა. 

ზუროსმა საქართველოს ნაკრების შანსებსა და მომავალ თაობაზეც ილაპარაკა: “მე ძალიან ამაყი ვარ ჩემი გუნდით, რადგან მოთამაშეები ყველა თამაშში იხარჯებიან ბოლომდე. თუმცა, უნდა ვიყოთ რეალისტები და ვაღიაროთ, რომ ჩვენ აღარ გვაქვს მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი. უნდა ვიმუშაოთ ახალგაზრდა მოთამაშეებთან და მოვემზადოთ ახალი ციკლისთვის, ახალი ეტაპისთვის. არც ეს პროცესია ადვილი, რადგან როგორც ხედავთ, ახალგაზრდა მოთამაშეებიც გვაკლია. მაგალითად, სანდრო მემუკელაშვილი, რომელიც სეტონ ჰოლშია და ვერ გვეხმარება არსებული სისტემის გამო. მიუხედავად ამისა, ჩენი მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. მე მჯერა ახალი თაობის და ბედნიერი ვარ, რომ ახალგაზრდა მოთამაშეებთან მუშაობის საშუალება მეძლევა”. 

გიორგი შერმადინი (საქართველოს ნაკრები)
“წინ ორი მნიშვნელოვანი თამაშია. თეორიული შანსი ჯერ კიდევ გვაქვს რომ გავიდეთ მსოფლიოს ჩემპიონატზე, მაგრამ სამწუხაროდ, სერბეთზე ვართ დამოკიდებულები. მოახლოებულ მატჩებს გადახალოისებული შემადგენლობით შევხვდით, თუმცა ვინც ვართ, ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ. ბოლო მატჩი ესტონეთთან გვაქვს, თამაში სპორტის სასახლეშია და იმედია, რომ ჩვენი გულშემატკივრები ტრადიციულად დაგვიჭერენ მხარს. ჩვენი მხრივ, ვეცდებით რომ ქომაგებს სიხარული მივანიჭოთ”.

დუდა სანაძე (საქართველოს ნაკრები)
“მოსამზადებლად სულ რამდენიმე დღე გვქონდა და რთულია ასეთ პირობებში იდეალურად მოემზადო, მაგრამ ვფიქრობ, რომ მაინც ნაყოფიერი იყო ეს რამდენიმე ვარჯიში. ჩვენი გუნდის მსგავსად, საბერძნეთიც გადახალისებული შემადგენლობით ითამაშებს, მაგრამ ძლიერი ეროვნული ჩემპიონატი აქვთ და მაინც უძლიერესი გუნდით დაგვხვდებიან. ახალ გუნდს კარგად შევეწყვე და საბედნიეროდ, კარგ ფორმაში შევხვდი სანაკრებო ფანჯარას”.

დუდა სანაძე სანაკრებო ფანჯარას კარგ ფორმაში შეხვდა

 

კომენტარები

ბოლო ამბები