Thumbnail

გრანდების რისხვა! კრისტიან სტუანის დაბრუნება ლა ლიგაში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ურუგვაელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 13 გოლი გაიტანა
  • მიდლსბროდან დაბრუნების შემდეგ, მან ტოპ გუნდებს 10 გოლი გაუტანა

ორი კატალონიური გუნდი თავისი სათამაშო სტილით ლა ლიგაში ყოველთვის გამოირჩეოდა. ბარსელონა და ესპანიოლი ყოველთვის ახერხებდნენ გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ფეხბურთის ჩვენებას. წინა სეზონში ამ გუნდებს კიდევ ერთი კატალონიური კლუბი მიემატა - ჟირონა. პაბლო მაჩინის გუნდმა შარშან მე-10 ადგილი დაიკავა. გუნდის მთავარი ლიდერი კი კრისტიან სტუანი იყო, რომელმაც ლა ლიგაში 21 გოლი გაიტანა.

ურუგვაელი შემტევი თანამემამულე ლუის სუარესს 4 გოლით გამორჩა, ხოლო კიდევ ერთ უნიჭიერეს ურუგვაელს, მაქსი გომესს 4 გოლით გაუსწრო. მიდლსბროდან წამოსვლის შემდეგ, ძნელად თუ იფიქრებდი იმას, რომ ორ სეზონში კრისტიან სტუანი ლა ლიგაში 35 გოლს გაიტანდა, მაგრამ ურუგვაელმა ყველას გაოცება შეძლო. სტუანიმ ლა ლიგის ბოლო წლების TOP 3 გუნდს: ბარსელონას, ატლეტიკოსა და რეალს 10-ჯერ გაუტანა.

ამ ტურში კი მადრიდის რეალთან ანგარიშის გათანაბრება მოახერხა და ჟირონას 'ბერნაბეუზე' გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. როდესაც ლიგაში ორი მაღალი დონის ურუგვაელი შემტევია, სტუანი მაინც ახერხებს მაღალ დონეზე თამაშს და მათთვის კონკურენციის გაწევას.

სტუანი TOP 3 გუნდთან: 4 გოლი რეალთან, 4 გოლი ატლეტიკოსთან, 2 გოლი ბარსელონასთან.

სტუანის საოცარი მაკრატელა ალავესთან

სტუანის გოლი რეალთან

კომენტარები

ბოლო ამბები