Thumbnail

‘სისულელეა! ეგ კაცი საერთოდ ამ პლანეტიდანაა?’ - მილტონ ჰეიგის პასუხი მოროზოვს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ესპანეთთან მატჩის შემდეგ მილტონ ჰეიგმა მოროზოვის ინტერვიუზე კომენტარი გააკეთა
  • ბორჯღალოსნების მწვრთნელმა რუსის განცხადებას სულელური სიტყვები უწოდა
  • გიორგი ნემსაძის თქმით, გუნდი ახლა მხოლოდ ბელგიასთან თამაშზე ფიქრობს

რუსეთის რაგბის ფედერაციის საზედამხედველო საბჭოს თავმჯდომარემ, დმიტრი მოროზოვმა "სოვეტსკი სპორტთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის ნაკრების საქართველოს ნაკრებთან შედარება სასაცილოა და უაზრობაა. მისი თქმით, რუსებს უფრო მეტი ამბიცია აქვთ და ისინი ახალი ზელანდიის, ავსტრალიისა და სამხრეთ აფრიკის დონეზე დადგომას აპირებენ.

დმიტრი მოტოზოვი

ესპანეთთან მატჩისშემდგომი პრესკონფერენციის, დროს გიორგი ნემსაძეს და მილტონ ჰეიგს ამ თემასთან დაკავშირებით აზრი ჰკითხეს, რაზეც ნაკრების კაპიტანმა ასე უპასუხა: “რუსეთთან მატჩამდე ბელგიასთან შეხვედრაზე ვფიქრობთ. ბევრი ასეთი განცხადება გაკეთებულა, მაგრამ ამ ყველაფერს ყურადღებას არ ვაქცევთ.”

მილტონ ჰეიგი კითხვის თარგმნის დროს გაკვირვებული იყო. ახალზელანდიელმა სპეციალისტმა კითხვაზე გაიცინა და თქვა, რომ ეს არასერიოზული განცხადებაა: “უბრალოდ სულელური სიტყვებია. საერთოდ, ეს კაცი ამ პლანეტიდან არის?”

მეტი ამ თემაზე

 

კომენტარები

ბოლო ამბები