Thumbnail

ქუთაისის ქალ ჰოკეისტთა გუნდი ფინალშია!

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ბელგრადში მიმდინარეობს ევროპის საკლუბო ჩემპიონატი დარბაზის ჰოკეიში
  • ქართულმა გუნდმა ჯგუფში სამი შეხვედრა გამართა და სამივეში გაიმარჯვა

ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე დარბაზის ჰოკეიში წარმატებით ასპარეზობს ქალ ჰოკეისტთა ქართული გუნდი ქუთაისი.

ფოტოები: ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების FB გვერდიდან

პირველ შეხვედრაში ქუთაისური გუნდი ფინეთის ჩემპიონ პორვოს დაუპირისპირდა და 16:0 გაანადგურა მეტოქე. მეორე მატჩი ქუთაისმა დანიურ კოპენჰაგენთან გამართა და უფრო მძიმე ბრძოლაში, 8:6 გაიმარჯვა. ჯგუფის დასკვნით შეხვედრაში ქუთაისი სერბულ ბასკს დაუპირისპირდა და 12:2 მოიგო. ჩელენჯ 2-ის მატჩები სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარეობს.

ქუთაისმა 15 ქულა დააგროვა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე დანიური კოპენჰაგენი გავიდა და სწორედ ეს ორი გუნდი შეხვდებიან ერთმანეთს გადამწყვეტ შეხვედრაში. ფინალში გამარჯვებული გუნდი მომდევნო სეზონში რანგით მაღალ დივიზიონში, ჩელენჯ 1-ში იასპარებს.

ტურნირის წინ, ქართული გუნდი უკრაინელი ჰოკეისტებით გაძლიერდა, ქუთაისის სრულის შემადგენლობა კი ასეთია: მედეა ბუჯანაძე,ლელა სვინტრაძე,ანი სალდაძე,თეონა კუპრაძე, თამუნა სუპატაშვილი,ბელა ბასილაძე,თამთა არუსია,ვალერია ტიშენკო, ბელა რუხაძე, პალინა ვოლოხოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები