Thumbnail

იმედის ფსონი | 17 თებერვლის გადაცემის ბილეთები - რეიმსმა რენს უნდა მოუგოს!

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ლევან სალუქვაძის საავტორო, ინტერაქტიულ-საქველმოქმედო გადაცემა ‘იმედის ფსონის’ 17 თებერვლის გამოშვებაში, ტრადიციულად, 3 ბილეთი შეიქმნა.

აღსანიშნავია, რომ შაბათის გადაცემაში შედგენილი ბილეთებიდან ერთი მოგებულია! ეს გახლავთ ლევან სალუქვაძის ბილეთი, რომელშიც სამი თამაში იყო და რომლის ჯამური კოეფიციენტი ევროპაბეთის მიხედვით 10,2 იყო. გადაცემის ავტორმა ინგოლშტადტის მოგება ბოხუმთან (2,30), სოსიედადის გამარჯვება ლეგანესთან (2,12) და დუისბურგისა და უნიონის შეხვედრაში მეორე გუნდის 1,5-ზე მეტი გოლი (2,10) გამოიცნო. 

დღეს ლევან სალუქვაძემ, ტრადიციულად, 3-თამაშიანი ბილეთი შეადგინა, რომლის კოეფიციენტია 11,9.

ლევან სალუქვაძე (გადაცემის ავტორი და წამყვანი)

“რეიმსის მოგებას ვფიქრობ რენთან, რადგან რეიმსი ისედაც მომწონს, რენი კი, ლოგიკურად, გადაღლილი უნდა იყოს ბეტისთან ევროპალიგის მატჩის შემდეგ. თანაც, წინ კიდევ საპასუხო მატჩი ელის.

ასევე მიმაჩნია, რომ არმინიამ უნდა მოუგოს მაგდებურგს, მაგრამ რაკი ეს გუნდიც კარგ ფორმაშია, პირდაპირ მასპინძლების მოგებას არ ვრისკავ. არმინიას 1,5 გოლზე მეტი ოპტიმალური ვარიანტია.

რაც შეეხება სპალ-ისა და ფიორენტინას მატჩს - მგონია, რომ ფლორენციელები მოიგებენ. მართალია, მასპინძლები მთლად ‘წყალწაღებულები’ არ არიან, მაგრამ წესით, ფიორენტინასთან უნდა დამარცხდნენ.”

გადაცემის სტუმარი იყო გამოცდილი პროგნოზისტი ბექა ასლამაზიშვილი, რომელსაც ‘იმედის ფსონში’ 5 ბილეთიდან 3 მოგებული აქვს.

მისი მე-6 ბილეთი საკმაოდ საინტერესოა - ევროპაბეთის მიხედვით ბილეთის ჯამური კოეფიციენტი 9,7 გახლავთ.

მაყურებლის ბილეთი ამჯერად 6 თამაშისგან შედგება და მისი ჯამური კოეფიციენტია 17,1.

 

კომენტარები

ბოლო ამბები