Thumbnail

გენო პეტრიაშვილმა ინდოეთის პრო-ლიგაში ქართველი მეტოქე დაამარცხა

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • პენჯაბ როიალსმა 4:3 მოუგო ვეერ მარათასს.
  • გადამწყვეტი გამოდგა გენო პეტრიაშვილის გამარჯვება ლევან ბერიანიძეზე.

ახლა პრო-ლიგაში ჩვენთვის საინტერესო მატჩია - ერთმანეთს ხინჩეგაშვილისა და პეტრიაშვილის გუნდები შეხვდებიან.

ინდოეთის ჭიდაობის პრო-ლიგაში გენო პეტრიაშვილის პენჯაბ როიალსმა მეორე შეხვედრა გამართა. მოქმედმა ჩემპიონმა ვეერ მარათასს 4:3 მოუგო.

საინტერესო გამოდგა ორთაბრძოლა მძიმე წონაში, სადაც გენო პეტრიაშვილი სომხეთის სახელით მოჭიდავე ლევან ბერიანიძეს დაუპირისპირდა. პეტრიაშვილმა 1:0, 2:0 მოიგო და მნიშვნელოვანი ქულა მოუტანა მატჩში პენჯაბ როიალსს.

ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ჰარიანა ჰამერსმა დელი სულთანსს 5:2 აჯობა, მაგრამ ქართველ ფალავანს არ უჭიდავია. 

► ქართველები აუქციონზე - პეტრიაშვილი და ხინჩეგაშვილი პრო-ლიგას მოგებით იწყებენ

კომენტარები

ბოლო ამბები