Thumbnail
  • ბაიერნის ირანელმა ფანებმა აუგსბურგთან მატჩი ვერ ნახეს
  • ტელევიზიამ შეხვედრა პროგრამიდან ამოიღო

ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, მიუნხენის ბაიერნს ირანშიც ძალიან ბევრი ფანი ჰყავს, მაგრამ რეკორდმაისტერის ირანელ ქომაგებს ამჯერად არ გაუმართლათ - პარასკევს გამართული ბუნდესლიგის მატჩი, რომელშიც მიუნხენურმა გრანდმა აუგსბურგი 3:2 დაამარცხა, ირანულმა ტელევიზიამ პროგრამიდან ამოიღო!

მიზეზი გაინტერესებთ? მატჩის არბიტრი ქალი იყო - 39 წლის ბიბიანა შტაინჰაუსი. როგორც გაირკვა, ირანულმა ტელევიზიამ (IRIB) მატჩი სწორედ ამის გამო არ აჩვენა.

ბიბიანა შტაინჰაუსი აუგსბურგისა და ბაიერნის მატჩის დროს

როგორც იცით, მკაცრი ისლამური კანონების გამო, ირანის ტელევიზიაში მსუბუქად ჩაცმული ქალების ჩვენება აკრძალულია - მსუბუქად ჩაცმაში კი მოკლე სპორტული შარვალიც იგულისხმება. ირანელი ფანების დიდი ნაწილი ამას აპროტესტებს, მაგრამ არაფერი იცვლება.

კომენტარები

ბოლო ამბები