Thumbnail
  • 📅 17 თებერვალი | ⌚ 21:00 | ⚽ ინტერი V სამპდორია
  • ინტერი სამპდორიასთან მატჩს ახალი კაპიტნით ხვდება
  • გენუელებს კვალიარელას გოლები ძალიან დააკლდათ

სერია A-ს 24-ე ტურის ერთ-ერთ მთავარ მატჩში მილანის ინტერი "ჯუზეპე მეაცაზე" სამპდორიას უმასპინძლებს. ჩემპიონთა ლიგის ზონაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლი "ნერაძური" მასპინძლობს გუნდს, რომელსაც გასული წლის დეკემბერში ნაჩვენები წარმატებული სერია ამ წელიწადშიც რომ გადმოჰყოლოდა, ევროსაგზურისთვის მებრძოლთა სიაში ნამდვილად იქნებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა და გენუელები მილანურ მატჩს ცხრილის შუაში ხვდებიან.

ინტერი  

მილანის ინტერს თავს პრობლემების მორიგი ქარიშხალი დაატყდა - სახელად "ვანდა ნარა". გუნდის არგენტინელი ლიდერის, მაურო იკარდის ცოლი და აგენტი ყურადღების ცენტრში სკანდალით კიდევ ერთხელ მოექცა, საბოლოოდ კი თავდამსხმელი კაპიტნის სამკლავურს დაემშვიდობა. სხვათა შორის, ყოფილ კლუბთან იკარდის უთამაშებლობის მიზეზად ტრავმა სახელდება. 

შუა კვირაში იკარდის კაპიტნის სამკლავური ჩამოართვეს და ის მეკარე სამირ ჰანდანოვჩს გადასცეს

გუნდში არის ლაუტარო მარტინესი, რომელმაც შანსი უნდა გამოიყენოს და შეავსოს იკარდის დანაკლისი. ინტერის მეორე არგენტინელმა თავდამსხმელმა წინა ტურის მატჩში პარმასთან გატანა უკვე მოახერხა. მაგრამ სხვა საქმეა, რომ ლუჩანო სპალეტის გუნდი კარგა ხანია თამაშში ერთ გოლზე მეტს ვერ იტანს. მეტიც, ბოლო ექვსი შეხვედრიდან ინტერმა სამში გოლი საერთოდ ვერ გაიტანა. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მთავარი მწვრთნელის პოზიცია კლუბში შერყეულია.

ამ თამაშამდე მილანის ინტერს 43 ქულა აქვს და ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს ისე იკავებს, პოზიციის დათმობა ამ ტურში ემუქრება, თუმცა არც მოდუნების უფლება აქვს - ამ ტურამდე მილანი სულ 4 ქულით ჩამორჩებოდა, ერთბაშად სამი გუნდი კი - ხუთით.

გენუელებთან დაპირისპირებაში ლუჩანო სპალეტის გუნდს, მაურო იკარდის გარდა, მცველი შიმე ვრსალკოც ვერ დაეხმარება, რომელსაც ტრავმა აქვს.

სამპდორია

საუკეთესო მდგომარეობაში დღეს არც სამპდორიაა, რომელიც გარკვეული პერიოდი მართლა ბრწყინავდა. მას შემდეგ, რაც გატანა შეწყვიტა ფაბიო კვალიარელამ, რომელმაც საგოლე სერიის რეკორდი (12 გოლი ზედიზედ 9 მატჩში) დაამყარა, გუნდის შედეგებიც გაფუჭდა. მარკო ჯამპაოლოს შეგირდები ბოლოსწინა ტურში ჯერ ნაპოლისთან განადგურდნენ (0:3), ბოლოს კი საკუთარ კედლებში აუტსაიდერ ფროზინონესთან შერცხვნენ (0:1).

36 წლის კვალიარელაზე (16) მეტი გოლი ლიგაში მხოლოდ რონალდოს აქვს გატანილი - 19

23 ტურის შემდეგ გენუის გუნდს 33 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-9 პოზიციაზეა. ამ ტურამდე ერთი ქულით ტორინოს ჩამორჩებოდა და ერთით უსწრებდა ფიორენტინას.

ჯამპაოლოს გუნდში ტრავმები ჯანლუკა კაპრარისა და ედგარ ბარეტოს აქვთ.

საინტერესო ფაქტები

⚽ ჩემპიონატის ბოლო 6 მატჩში ინტერმა ორჯერ წააგო (ტორინოსა და ბოლონიასთან), ერთხელ კი უგოლოდ ითამაშა (სასუოლოსთან). 

⚽ ჩემპიონატში ინტერის ბოლო 6 შეხვედრაში მხოლოდ ერთი გოლი გადიოდა, აქედან 4-ში ნერაძურიმ გოლი არ გაუშვა.

⚽ სერია A-ში ინტერის მონაწილეობით გამართულ ზედიზედ ბოლო 9 მატჩში 2,5-ზე ნაკლები გოლი დაფიქსირდა. 

⚽ ინტერმა სამპდორიასთან შინ ჩატარებული ყველა ტურნირის ბოლო 18 შეხვედრიდან მხოლოდ ერთი წააგო. კიდევ 6-ჯერ მილანში ფრე დაფიქსირდა.

⚽ ინტერისა და სამპდორიას ბოლო 11 დაპირისპირებაში ფრე მხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა - 2015 წლის ოქტომბერში, გენუაში.

⚽ ბოლოს ‘ნერაძური’ სამპდორიას პირველ წრეში, სტუმრად დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით სძლია. 

⚽ მილანში გამართულ ინტერისა და სამპდორიას ბოლო სამ შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ სამპდორიამ ბოლო 6 თამაშიდან მხოლოდ 2 მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა, 3 კი დათმო. უკანასკნელად გუნდმა ორი ტურის წინ მოიგო.  

⚽ გასვლით შეხვედრებში გენუის სამპდორიას მოუგებელი სერია სამ შეხვედრას შეადგენს.

⚽ სამპდორიას ბოლო 5 გასვლით მატჩში 2,5-ზე მეტი გოლი დაფიქსირდა. გენუელები ამ მატჩებში მინიმუმ 2 გოლს უშვებდნენ. 

სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - დ’ამბროზიო, შკრინიარი, დე ვრი, ასამოა - ბროზოვიჩი, ვესინო - პოლიტანო, ნაინგოლანი, პერიშიჩი - მარტინესი. 

სამპდორია (4-3-1-2): აუდერო - ბერეშინსკი, ანდერსენი, კოლეი, მურუ - ლინეტი, ეკდალი, პრაეტი - საპონარა - კვალიარელა, გაბიადინი.

კომენტარები

ბოლო ამბები