Thumbnail

ორი კილიან მბაპე პსჟ-ში? - პარიზელებმა ახალ ვარსკვლავს მიაგნეს

  • პარი სენ ჟერმენმა 11 წლის კილიან მბაპე იპოვა
  • 11 წლის კილიანი იმ ქალაქში ცხოვრობს, სადაც პოგბა გაიზარდა

ფრანგულმა პარი სენ ჟერმენმა ახალი ტალანტების ძიებაში კიდევ ერთ კილიან მბაპეს მიაგნო და მის გაფორმებასთანაც ძალიან ახლოსაა. 11 წლის კილიანი როს ენ ბრიში ცხოვრობს - იმ ქალაქში, სადაც პოლ პოგბა გაიზარდა. კილიანის მამა ერიკ მბაპე ამბობს, რომ მას ხშირად ეკითხებიან, რატომ დაარქვა შვილს კილიანი.

ერიკ მბაპე: 'ხშირად მეკითხებიან რატომ დავარქვი შვილს კილიანი. ხალხს ავიწყდება, რომ მათ შორის განსახვავება მხოლოდ 8 წელია და და როცა ჩემი შვილი დაიბადა, დიდი კილიანი მხოლოდ 8 წლის იყო.'

კილიან უმცროსს სურს, რომ პარი სენ ჟერმენის ფეხბურთელი გახდეს. ის ამ გუნდის ქომაგია და ამბობს, რომ კილიანის მსგავსად უნდა ითამაშოს. 11 წლის შემტევმა ნახევარმცველმა სენ მარნეს თასზე ორ მატჩში 4 გოლი გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები