Thumbnail
  • იუვენტუსი 3:0 ფროზინონე
  • დიბალამ 2019 წელს პირველად გაიტანა
'ჭირვეული ბავშვი' აღარ არის - როგორ გახდა კრიშტიანო იუვენტუსის ნამდვილი ლიდერი

იტალიის სერია A-ს 24-ე ტურში ტურინის იუვენტუსმა ფროზინონეს 3:0 მოუგო. მასიმილიანო ალეგრის გუნდი 66 ქულით ერთპიროვნული ლიდერია და ნაპოლის 14 ქულით უსწრებს. ფროზინონე 16 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა.

მე-6 წუთზე კრიშტიანო რონალდომ მე-8 საგოლე პასი მიითვალა ჩემპიონატში, პაულო დიბალამ საჯარიმოს მისადგომიდან გაიტანა. 

მე-17 წუთზე იუვენტუსმა კუთხური მოაწოდა და აერეულობაში კარის ხაზთან ლეონარდო ბონუჩიმ იხეირა. 63-ე წუთზე კრიშტიანო რონალდომ მანჯუკიჩის პასით ჩემპიონატში მე-19 გოლი გაიტანა - 3:0.  

20 თებერვალს იუვენტუსი ატლეტიკოს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველი წრის მატჩში "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ეთამაშება. 

საინტერესო ფაქტები

⚽ კრიშტიანო რონალდომ ზედიზედ სამ ტურში გოლი პლუს პასი პირველად შეასრულა 2014 წლის შემდეგ.

⚽ პაულო დიბალამ ამ სეზონში ყველა გოლი თამაშების პირველ 11 წუთში გაიტანა. 

⚽ იუვენტუსი ევროპის ტოპ 5 ლიგებში ერთადერთ დაუმარცხებელ კლუბად რჩება. 

⚽ პაულო დიბალამ ჩემპიონატში 3 ნოემბრის მერე პირველად გაიტანა - 105 დღე. 

იუვენტუსი 3:0 ფროზინონე

გოლები: 1:0 დიბალა (6), 2:0 ბონუჩი (17), 3:0 რონალდო (63)

იუვენტუსი (4-3-3): შჩესნი - კანსელო, ბონუჩი, კიელინი (70. კასერესი), დე შილიო - ხედირა (81. პიანიჩი), ბენტანკური, ჯანი - დიბალა, მანჯუკიჩი, რონალდო (64. ბერნარდესკი) 

კომენტარები

ბოლო ამბები