Thumbnail
  • ფიფას პრეზიდენტი მომავალ მუნდიალზე გუნდების რაოდენობის გაზრდას ცდილობს
  • ჯანი ინფანტინოს თქმით, ეს საკმაოდ რეალურია

ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს სურს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც 2022 წელს ყატარში გაიმართება, 32-ის ნაცვლად, 48 გუნდმა იასპარეზოს. მეტიც, მას სჯერა, რომ მიზანს მიაღწევს! მუნდიალზე გუნდების რაოდენობის გაზრდა 2026 წლისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ ინფანტინო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ეს 2022 წელსვე მოხდეს.

“მე საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. სიმართლე გითხრათ, ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ფეხბურთში ხანდახან სასწაულები ხდება,” - განაცხადა ფიფას პრეზიდენტმა სტაბოლის სამიტზე, რომელსაც 50 ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა.

შეგახსენებთ, რომ ყატარი უდიდესი საფეხბურთო ზეიმისთვის ახლა 32-გუნდიანი ფორმატის მიხედვით ემზადება.

კომენტარები

ბოლო ამბები