Thumbnail

კონტე ბაიერნში? როგორც ჩანს, ნიკო კოვაჩს მიუნხენში მომავალი არ აქვს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ბაიერნის ხელმძღვანელები ნიკო კოვაჩს პოსტზე არ დატოვებენ?
  • “დონ ბალონის” ინფორმაციით, რეკორდმაისტერში ანტონიო კონტეს კანდიდატურა განიხილება

ეს ის ბაიერნი არ არის, როგორიც ბაიერნის ფანებს და შეფებს სურთ. მათ რეკორდმაისტერის მდგომარეობა მხოლოდ მაშინ აკმაყოფილებთ, როცა გუნდი გერმანიის ჩემპიონატში მინიმუმ 10-ქულიანი ლიდერობს და ასპარეზობას ჩემპიონთა ლიგაშიც აგრძელებს. ევროპის ელიტარულ საკლუბო ლიგაში ბავარიული გრანდი მერვედფინალშია, სადაც სამშაბათს ლივერპულს შეხვდება (ენფილდზე), აი, ბუნდესლიგაში კი საქმეები ცუდად მიდის.

ნიკო კოვაჩის ხელმძღვანელობით ბაიერნს ბუნდესლიგაში უჭირს

დიდი ალბათობით, შარშან დანიშნული ნიკო კოვაჩისთვის ეს სეზონი ბაიერნის მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი და უკანასკნელი იქნება. “დონ ბალონის” ინფორმაციით, მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელებს ჩელსის, იტალიის ნაკრებისა და იუვენტუსის ყოფილი დამრიგებელი, ანტონიო კონტე მოსწონთ და მის დათანხმებაზე სერიოზულად ფიქრობენ.

49 წლის იტალიელი ახლა უმუშევარია და, ლოგიკურად, ბაიერნის ვარიანტზე მინიმუმ სერიოზულად უნდა დაფიქრდეს. “დონ ბალონი” ასევე წერს, რომ კონტეს დანიშვნა ბაიერნში ხამეს როდრიგესის დარჩენას გამოიწვევს, რომელსაც კოვაჩის ხელში მიუნხენში მომავალი არ აქვს.

კომენტარები

ბოლო ამბები