Thumbnail

ინტერი მაურო იკარდის ზაფხულში გაყიდვას უპირებს - თანაც, იაფად!

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • როგორც ჩანს, ინტერი 25 წლის ფეხბურთელის ცოლთან ვაჭრობით დაიღალა
  • არგენტინელი ფორვარდის გადაბირებით არაერთი კლუბია დაინტერესებული
  • ყოფილი კაპიტანი არც სერია A-ში, სამპდორიასთან შეხვედრაში ითამაშებს  

მილანის ინტერის თავდამსხმელმა მაური იკარდიმ შესაძლოა კლუბი ამ სეზონის დასრულების შემდეგ გამოიცვალოს. 25 წლის არგენტინელს ბოლო დროს კლუბში პრობლემები აქვს. რამდენიმე დღის წინ მას უკვე ჩამოართვეს კაპიტნის სამკლავური, რომელსაც წლების განმავლობაში ფლობდა. შედეგად, მაურომ უარი თქვა ვენაში, რაპიდთან ევროპალიგის მატჩში მონაწილეობაზე და როგორც ირკვევა, არც 17 თებერვალს, სერია A-ს 24-ე ტურში, სამპდორიასთან ითამაშებს, რის მიზეზადაც ტრავმა დასახალდა.

‘ნერაძურისა’ და ფეხბურთელს შორის გაჩენილი უთანხმოების მთავარ მიზეზად პრესაში, არგენტინელის ცოლსა და ამავდროულად აგენტს, ვანდა ნარას ასახელებენ, რომელიც ახალ კონტრაქტზე ინტერისა და იკარდის მოლაპარაკებას აჭიანურებს. იტალიური მედიაში გავრცელებული ბოლო ინფორმაციით კი, მილანურმა კლუბმა ზაფხულში არგენტინელი ფეხბურთელის გაყიდვა გადაწყვიტა.

შარშან ზაფხულს იკარდი ვანდა ნარასთან ერთად სეიშელის კუნძულებს სტუმრობდა

იკარდის მოქმედი ხელშეკრულება ინტერთან 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და მასში გამოსასყიდ თანხად 110 მილიონი ევრო უწერია, ოღონდ, ის მხოლოდ უცხოურ კლუბებზე ვრცელდება. თუმცა, ამჟამად ინტერი მზადაა, დააკლოს ფასი და მაურო 80-90 მილიონ ევროდაც დათმოს.

ცნობილია, რომ მაურო იკარდის გადაბირებით არაერთი კლუბი, მათ შორის რეალი და ატლეტიკო ინტერესდებიან. არგენტინელის მომავალს ასევე უკავშირებენ იუვენტუსს.

25 წლის თავდამსხმელმა მიმდინარე სეზონში ინტერის მაისურით 28 მატჩში ითამაშა, გაიტანა 15 გოლი და მიითვალა 3 საგოლე პასი.

კომენტარები

ბოლო ამბები