Thumbnail

პუტინი ტრავმირებულია - რუსეთის ლიდერის სპარინგი ოლიმპიურ ჩემპიონთან

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რუსეთის ფედერაციის 66 წლის პრეზიდენტი ძიუდოს დიდი თაყვანისმცემელია
  • ვლადიმირ პუტინმა სოჭის სპორტულ კომპლექსში ძიუდოისტებთან ერთად ივარჯიშა 
  • რუსეთის ლიდერს ტრავმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბესლან მუდრანოვმა მიაყენა

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელიც ძიუდოს დიდი თაყვანისმცემელია, სპორტსმენებთან ვარჯიშის დროს თითის ტრავმა მიიღო. პუტინი სოჭში სპორტულ კომპლექსს ესტუმრა, სადაც რუს მოჭიდავეებს, მოკრივეებსა და ძიუდოისტებს შეხვდა. 

მოგვიანებით პრეზიდენტმა კიმონო მოირგო და ძიუდოისტებთან ივარჯიშა. სპარინგ-გახურების დროს პუტინის მეწყვილე ოლიმპიური ჩემპიონი ბესლან მუდრანოვი იყო. ერთ-ერთი ილეთის შესრულების დროს 66 წლის პრეზიდენტმა მარჯვენა ხელზე არათითი იტკინა.

პრეზიდენტის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და თითზე პლასტირის დაკვრის შემდეგ, პუტინმა ვარჯიში გააგრძელა.

ვლადიმირ პუტინი საჭიდაო სახეობებით ბავშვობიდან არის გატაცებული. ის სამბოსა (1973) და ძიუდოში (1975) სპორტის ოსტატის წოდებას ფლობს, 1976 წელს კი ძიუდოში ლენინგრადის ჩემპიონიც გამხდარა.

კომენტარები

ბოლო ამბები