Thumbnail

პარაფარიკაობა | ოქროს მედალი მსოფლიო თასზე - ნინა თიბილაშვილის მორიგი წარმატება

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • მსოფლიო თასზე პარაფარიკაობაში ქართველები წარმატებით ასპარეზობენ
  • ირმა ხეცურიანის შემდეგ, ოქროს მედალი ნინა თიბილაშვილმა მოიპოვა

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მიმდინარე მსოფლიო თასზე პარაფარიკაბაში ქართველი სპორტსმენები წარმატებით ასპარეზობენ. ირმა ხეცურიანის შემდეგ, ოქროს მედალი 23-წლამდე ხმლით მოფარიკავეთა შორის ნინა თიბილაშვილმა მოიპოვა.

ნინამ ისე დაძლია ჯგუფური ბარიერი, რომ ოთხ მეტოქესთან ჭიდილში მხოლოდ სამი ჩხვლეტა გაუშვა, რაც ბრწყინვალე შედეგია. მეოთხედფინალში თიბოლაშვილი ამერიკელ შელბი ჯონსონს შეხვდა და ასევე დიდი ანგარიშით, 15:6 გაიმარჯვა. ნახევარფინალში ჰონკონგელი მეტოქე, კა მან ლამი გაიარა, ხოლო ფინალში ტაილანდელი ატიტაია ჩუკერი15:7 დაამარცხა. შესაბამისად, ნინამ ოქროს მედალი მოიპოვა.

ფოტო: ნინა თიბილაშვილის FB გვერდიდან

კომენტარები

ბოლო ამბები