Thumbnail

'ის UFC-ის აბსოლუტური ტერორი იქნება!' - ჯონ ჯონსი რომან დოლიძეს აქებს

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ნახევრადმძიმე წონაში UFC-ის ამერიკელმა ჩემპიონმა ქართველი მებრძოლი დაახასიათა
  • 30 წლის რომან დოლიძე ამ ორგანიზაციის ეგიდით სადებიუტო ბრძოლისთვის ემზადება
  • ამერიკელმა ლეგენდამ რომანს ქართული ცეკვის შესწავლისთვის მადლობა ასე გადაუხადა

შერეული ორთაბრძოლების ამერიკელმა ჩემპიონმა ნახევრადმძიმე წონაში, ლეგენდარულმა ჯონ ჯონსმა, UFC-ში ახლახან გადასული ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე ერთ-ერთ საუკეთესო გრეპლერად დაასახელა. დაუმარცხებელი ქართველი, რომელიც ასევე ნახევრადმძიმე წონაში გამოვა, UFC-ის ამერიკელი ვარსკვლავის თანაკლუბელია და მასთან ერთად ვარჯიშობს.

"ბიჭებო, თვალყური მიადევნეთ ჩემ ძმას, თანაკლუბელსა და ახალ მებრძოლს UFC-ის ნახევრადმძიმე წონაში რომან დოლიძეს, - წერს ჯონსი ინსტაგრამში. - ის მართლა ერთ-ერთი საუკეთესო გრეპლერია, რომელთანაც ოდესმე მივარჯიშია. ის UFC-ში აბსოლუტური ტერორი იქნება".

შერეული ორთაბრძოლების მებრძოლი ჯონ დუაით ჯონსი UFC-ში ნახევრადმძიმე წონით კატეგორიაში გამოდის და მოქმედი ჩემპიონია. 31 წლის ამერიკელის ანგარიშზე 25-იდან 23 მოგებული ორთაბრძოლაა. 

ჯონ ჯონსმა ალეკსანდერ გუსტაფსონს საჩემპიონო ბრძოლა 3 წუთში მოუგო 

30 წლის რომან დოლიძე UFC-ის ამერიკელ ვარსკვლავს შვედ ალეკსანდერ გუსტავსონთან საჩემპიონო ბრძოლისთვის მომზადებაში ემხარებოდა, როგორც სპარინგ-პარტნიორი. ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო, სადაც რომანი ჯონს, ვარჯიშის დროს ქართულ ცეკვასაც ასწავლის.

ქართულად აცეკვებული ჯონ ჯონსი

რომან დოლიძე ბათუმელია, 2008 წლიდან კი უკრაინაში ცხოვრობს, თუმცა, ყოველთვის საქართველოს სახელით ასპარეზობს. მის ანგარიშზე WWFC13-ის ორგანიზებული, ექვსიდან ექვსი მოგებული (3 ნოკაუტით, 3 ბოჭვით) ორთაბრძოლაა. ბოლო შეხვედრში დოლიძემ კიევში პოლონელი მიხალ პასტერნაკი დაამარცხა და ნახევრადმძიმე წონაში ჩემპიონი გახდა, წლის დასაწყისში ქართველმა სპორტსმენმა UFC-ში გადასვლის შესახებ გამოაცხადა.

მეტი ამ თემაზე: ‘ყველგან და ყოველთვის, საქართველოს სახელით!’ - ინტერვიუ რომან დოლიძესთან

კომენტარები

ბოლო ამბები