Thumbnail
  • Adidas Next Generation-დან ევროლიგის ვარსკვლავობამდე
  • მორიგი სიუჟეტი გოგა ბითაძეზე
NBA-ს დრაფტის TOP 20-ში? ბითაძეზე სკაუტებმა აზრი შეიცვალეს

ევროლიგის ოფიციალურმა საიტმა რუბრიკა Focus on გოგა ბითაძეს მიუძღვნა, რომელიც ამჟამად ტრავმირებული და შესაძლოა, თებერვლის ბოლომდე ვერ ითამაშოს. 

"ორი წლის წინათ ის ევროლიგის მიერ ორგანიზებული Adidas Next Generation-ით იწყებდა. ზამთარში კი ბითაძემ ევროლიგის კარი შეაბიჯა და "აფეთქდა". თინეიჯერი ცენტრი პოდგორიცას ბუდუჩნოსტიდან თითქმის ყოველ თამაშში ჩაგრავს კონკურენტებს", - წერს ევროლიგის საიტი. 
"საკუთარ თავს მივიჩნევ მოთამაშედ, რომელიც 100%-ს დებს მოედანზე, იბრძვის თანაგუნდელებისთვის, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში", - ამბობს სიუჟეტში ბუდუჩნოსტის ქართველი ცენტრი. 

"ჩვენ ორივე ერთად მოვედით ბუდუჩნოსტში. გოგას საოცარი ხელები აქვს. ჩვენ კარგად გავუგეთ პარკეტზე ერთმანეთს", - ამბობს ნორის კოული NBA-ს ორგზის ჩემპიონი, რომელიც ახლა ბითაძის თანაგუნდელია. 

"მას ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი და მოსამატებელი, გამოცდილება კარგი მასწავლებელია, რაც მთავარია გოგა ყველაფერს კარგად ითვისებს და მას უყვარს ეს თამაში. თქვენ უკვე შეგიძლიათ ნახოთ, რისი გაკეთება შეუძლია მას მოედანზე. მას ყველაფერი აქვს. მომავალში მე მის ბრწყინვალე კარიერას ვხედავ", - ამბობს ამერიკელი კალათბურთელი. 

კომენტარები

ბოლო ამბები