Thumbnail

BREAKING: გარეთ ბეილს დიდი დისკვალიფიკაცია ემუქრება!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • გარეთ ბეილი, შესაძლოა, მკაცრად დაისაჯოს
  • უელსელმა ატლეტიკოს ფანები შეურაცხჰყო

მადრიდის რეალმა ესპანეთის ჩემპიონატის მომდევნო მატჩებში, შესაძლოა, გარეთ ბეილი ვეღარ გამოიყენოს - 29 წლის უელსელს საკმაოდ ხანგრძლივი დისკვალიფიკაცია ემუქრება!

ესპანეთის საფეხბურთო ლიგამ (LFP) ფედერაციას (RFEF) ბეილის უმკაცრესად დასჯა მოსთხოვა. მიზეზი ის არის, რომ შაბათს გამართულ მადრიდულ დერბიში, რომელიც რეალმა 3:1 მოიგო, უელსელმა ატლეტიკოს ფანებს შეურაცხყოფა მიაყენა. გოლის შემდეგ მან მეტოქე გუნდის ქომაგებს უხამსი ჟესტი უჩვენა.

ფედერაციის სადისციპლინო კომისიამ საქმის განხილვა უკვე დაიწყო. ესპანური მედიის ინფორმაციით, ბეილი, შესაძლოა, მინიმუმ 4 და მაქსიმუმ 12-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს. შეგახსენებთ, რომ ბეილმა დერბიში გატანილი გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

კომენტარები

ბოლო ამბები