Thumbnail
  • სეტონ ჰოლი 90:75 ჯორჯთაუნი
  • სანდრო მამუკელაშვილი - 11 ქულა, 8 მოხსნა
'მამუ ყველაზე ადვილია' - როგორ გამოთქვამენ მამუკელაშვილის გვარს ამერიკაში

სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლმა ნიუარკში ჯორჯთაუნს უმასპინძლა და 90:75 დაამარცხა. ამ შეხვედრაში შესანიშნავად ითამაშა ქართველმა ფორვარდმა - ის სასტარტო ხუთეულში იყო და 31 წუთში თითქმის ორმაგი დუბლი მიითვალა - 11 ქულა და 8 მოხსნა.

აღსანიშნავია, რომ სანდროს ყველა ნასროლი კალათში წავიდა - 3-დან 3 სამქულიანი, და 1 ორქულიანი. 8 მოხსნა კი მატჩში საუკეთესო შედეგია. ამის გარდა მამუკელაშვილმა 4 ასისტი და 2 ბლოკი მიითვალა, ბურთი კი ერთადერთხელ დაკარგა. გუნდში საუკეთესო მაილს პაუელი იყო 30 ქულით. 

სეტონ ჰოლს 15 მოგება და 9 მარცხი აქვს, აქედან Big East-ის კონფერენციაში 6-6. ქართველის გუნდი სენტ ჯონსთან ერთად საზიარო მესამე ადგილზეა. app.com-მა ტრადიციულად, 5 მიზეზი ჩამოთვალა, თუ რატომ იმარჯვა სეტონ ჰოლმა - მეორე მიზეზი კი მამუკელაშვილის კარგი თამაშია.

"ჯორჯთაუნის კალათბურთელების სიმაღლე მამუკელაშვილისგან კარგ თამაშს მოითხოვდა და ქართველმაც გაამართლა იმედები. არადა, მანამდე ზედიზედ 4 არც ისე შთამბეჭდავი მატჩი ჰქონდა. მან 11 ქულა, 8 მოხსნა და 4 ასისტი მიითვალა, სამივე სამქულიანი ჩააგდო და დიდი მუშაობა გასწია გოვენის (20 ქულა, 6 მოხსნა) გასანეიტრალებლად", - წერს საიტი.

"ბრძოლისუნარიანობა გამოვავლინე. ამ თამაშში მინდოდა ყველასთვის დამემტკიცებინა, რომ ლიგის საუკეთესო "მაღლებთან" თანასწორად თამაში შემიძლია. თამაშის წინ ძმამ მითხრა, რომ რაც უნდა მომხდარიყო ნეგატიურად არ მეფიქრა - ხანდახან ვიცი ხოლმე, როცა არ მიმდის სროლა, ეს აზრი აღარ მასვენებს ხოლმე, რაც თამაშში ხელს მიშლის", - განაცხადა ქართველმა ფორვარდმა. 

მამუკელაშვილის სლემი

"ერთ ეპიზოდში გოვენმა მამუკელაშვილის წინააღმდეგობა არად ჩააგდო და ბურთი ეფექტურად ჩატენა, თუმცა ამას სანდრომ ეფექტური შესვლით და Windmill-ით უპასუხა, რამაც ფანები გააგიჟა - "მა - მუ, მა - მუ", ისმოდა ტრიბუნაზე", - წერს app.com. 

4 ასისტი სანდრო მამუკელაშვილისთვის კარიერის საუკეთესო შედეგის გამეორებაა.

მამუკელაშვილი თანაგუნდელებმაც შეაქეს - "სანდრო კარგი მოთამაშეა, ცუდი თამაშები ყველას გვაქვს", - თქვა ნზეიმ, რომელმაც სეტონ ჰოლს 18 ქულა შესძინა - "მწვრთნელი მას მუდამ უმეორებს, რომ ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მსროლელია და ეჭვი ნუ გაუჩნდება, მტკიცედ ესროლოს. ამან კარგად იმოქმედა სანდროზე და მერე ყველამ ვნახეთ, რა შეუძლია მას". სეტონ ჰოლი 17 თებერვალს კრაიტონს შეხვდება. 

მატჩის მიმოხილვა 

კომენტარები

ბოლო ამბები