Thumbnail

ოქროს გოლი: გიორგი ანჩაბაძე ბეიტარის წინააღმდეგ [1997]

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ანჩაბაძის ეფექტური გოლი ისრაელის ჩემპიონატში
  • ქართველი ნახევარმცველი ჰაპოელ აშკელონის ღირსებას 1997-98 წლების სეზონში იცავდა...

გიორგი ანჩაბაძე თბილისში 1974 წელს დაიბადა. ფეხბურთის თამაში 8 წლის ასაკში, ნორჩ დინამოელში გიორგი ქინქლაძესთან ერთად დაიწყო. თუმცა პროფესიულ დონეზე პირველი სეზონი თბილისის შევარდენში ჩაატარა, სადაც მაშინ საქართველოს ნაკრების ბევრი მოთამაშე თამაშობდა. 

ანჩაბაძე თბილისის დინამოს ღირსებას 1992-97, 1999-00 და 2001-04 წლებში იცავდა. თბილისელთა შემტევ ნახევარმცველს, ჯამში დინამოს მაისურით ჩატარებული აქვს 178 მატჩი და გატანილი აქვს 36 გოლი.

📺 ოქროს გოლი: მიხეილ ყაველაშვილი მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ [1996]

ყოფილმა დინამოელმა 1997-98 წლების სეზონი ისრაელის ჩემპიონატში - აპოელ აშკელონში გაატარა, სწორედ აქ აპოელში თამაშის დროს გავიდა ეს გოლიც, ბეიტარ იერუსალიმის წინააღმდეგ, გუნდის, რომელიც რადიკალური პატრიოტი ფანების მოძრაობით გამოირჩევა.

კომენტარები

ბოლო ამბები