Thumbnail

მე-14 ოქროს მედალი! ირმა ხეცურიანის წარმატება მსოფლიო თასზე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მიმდინარეობს მსოფლიო თასი ეტლით ფარიკაობაში
  • ქართველმა პარამოფარიკავემ ფინალურ დაპირისპირებაში უკრაინელი მეტოქე დაამარცხა

არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასი მიმდინარეობს. შეჯიბრში ხმლით მოფარიკავეები ჩაებნენ. კიდევ ერთხელ გაიბრწყინა ირმა ხეცურიანმა, რომელმაც მეთოთხმეტე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველი სპორტსმენი 'ბ' კატეგორიაში ასპარეზობს.

ხეცურიანმა ჯგუფური ეტაპი წარმატებით გაიარა და მეოთხედფინალში ტაილანდელ ჯანა სეისუნის დაუპირისპირდა. ირმამ დიდი უპირატესობით წარმართა შეხვედრა და მეტოქე 15:8 დაამარცხა. ნახევარფინალში ხეცურიანი ჩინელ შმეი ტანის შეხვდა და იმავე ანგარიშით, 15:8 გაიმარჯვა. 

ფინალში ქართველის მეტოქე უკრაინელი ოლენა ფედოტა იყო, რომელსაც ხეცურიანმა 15:10 მოუგო. ქართველმა პარამოფარიკავემ მსოფლიო თასებზე მე-14 ოქროს მედალი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები